ბენზემა - მოურინიოს მონადირე კატა

ჟოზემ შეისხა იარაღი და რეალთან ერთად სანადიროდ მოემზადა. როდესაც ესპანეთში გადმობარგდა ელოდებოდა, რომ გუნდში დახვდებოდა 25 მწევარი, რომელიც მზად იქნებოდა მისი განკარგულების თანავე "სამიზნე" წამში დაეგლიჯა, თუმცა მადრიდში ჩამოსვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მათგანი, კარიმ ბენზემა კატა იყო. მის დანახვაზე სეუმ გაიფიქრა: "ეს რა არის?!" და ზიზღით გადმოაფურთხა. მონადირემ დახედა კატას, შემდეგ იარაღს, შემდეგ ისევ კატას და დაიყვირა: "ღმერთო ჩემო!!! როგორ უნდა ვინადირო კატით?!" პასუხი მარტივი იყო: "მშვენივრად!"

დეკემბრის შუა რიცხვები იყო, როდესაც გაირკვა იგუაინის მძიმე ტრავმის შესახებ, მას ოპერაციის გაკეთება მოუწევდა, რის შემდეგაც არგენტინელს მინიმუმ ოთხი თვე გაუცდებოდა. მოხდა ზუსტად ის, რაც იწინასწარმეტყველა მოურინიომ სეზონის დასაწყისში. მან ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება სთხოვა, რადგან ბენზემას ან იგუაინის ტრავმის შემთხვევაში რეალის ერთდაერთი გზა ლოცვა იქნებოდა. ამ თხოვნაზე მას უპასუხეს: "არა!" მოურინიომ კი ბოროტად ჩაიცინა და თქვა: "კარგი". დადგა ასეთი დღეც, როდესაც სამეფო კლუბში ერთი ცენტრ-ფორვარდი დარჩა, უფროსობამ რონალდოსა და კაკაზე მიუთითეს ჟოზეს, თუმცა მან თქვა: "შეუძლებელია რეალმა იბრძოლოს ერთი თავდამსხმელით 3 ფრონტზე."

მაგრამ ერთია რაოდენობა და მეორე ხარისხი, როდესაც გუნდში არის ერთი ფორვარდი და ესეც კარიმ ბენზემაა, მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება. ცივი, უემოციო, მოუქნელი კარიმი, რომელიც მოურინიოზე თავიდანვე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჟოზეს ის აცოფებდა, რომ ვარჯიში 10 საათზე იწყებოდა და ბენზემას ამ დროს ჯერ კიდევ ეძინა. ამიტომ "მონადირე" ფრანგს სათაადარიგოზე ტოვებდა და იმედოვნებდა, რომ ჭკუას ისწავლიდა. ერთხელ კაკამაც კი აღნიშნა, რომ კარიმს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია თუ ის მოინდომებს. ამის შესახებ მოურინიოს კომენტარის გაკეთება სთხოვეს სადაც მან თქვა:"რიკიმ გაახმოვანა ის, რასაც მთელი გუნდი ფიქრობს."

მოურინიოს უბრალოდ აღარ სჯეროდა ბენზემას შესაძლებლობების, მას სურდა ტარანის ტიპის ფორვარდი, როგორიც არის: დიდიე დროგბა, დიეგო მილიტო, უგო ალმეიდა ან თუნდაც ემანუელ ადებაიორი. კარიმი საერთოდ არ ინძრეოდა სტადიონზე მისი მოძრაობაც კი არ მოწონდა მოურინიოს და ერთხელაც მას პორტუგალიული ანდაზა მიუძღვნა: "თუ არ მყავს ძაღლი, უნდა ვინადირო კატით!" ამის შემდეგ დაიწყო მისი კრიტიკა კარიმის მიმართ: "ვიცი ბენზემასთვის უკეთესი იქნება სათამაშო პრაქტიკა მივცე, მაგრამ კარგი იქნება კი ეს გუნდისათვის?!" "ბენზემა თამაშობს იმიტომ, რომ სხვა ფეხბურთელია არ გვყავს ამ პოზიციაზე." ალმერიასთან კი ბენზემა საერთოდ არ გამოჩენილა მოედანზე და მისი ადგილი რონალდუმ დაიკავა. მატჩის შემდეგ ჟოზემ განაცხადა: "მე არ მყავს თავდამსხმელი". ვალდანომ კი უპასუხა: "არა გყავს, ის სათადარიგოთა სკამზე ზის."

ბენზემას სათადარიგო სკამზე დატოვება იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება, ამ ნაბიჯით სეუმ ხელმძღვანელობას დაანახა, რომ გუნდს კიდევ ერთი ფორვარდი სჭირდებოდა და სასწრაფოდ ფეხბურთელის დამატებისკენ მოუწოდა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იმ მომენტისათვის ბენზემას მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა შეგდებული და მისი თამაშისას გუნდი ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიდა. გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ მისთვის სულ ერთი იყო ითამაშებდა თუ სათადარიგოზე იჯდებოდა. ბენზემასთვის საუკეთესო რჩევა იქნებოდა: "მოიტყუე! ითამაშე იმ ბურთებზე, რომელიც უკვე დაკარგულია, გამოხატე ემოციები, იმისთვის რომ მწვრთნელმა შენი მონდომება დაინახოს."

კარიმი რეალში გადმოიყვანეს როგორც ვარსკვლავი და მასში 35 მლნ. ევრო გადაიხადეს. პირველ სეზონში მან ვერ გაამართლა იმედები, ზოგი ცდილობდა მის გამართლებას მაგრამ სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. შარშან პიპიტამ 32 მატჩში 27 გოლი შეაგდო, ხოლო ბენზემამ მხოლოდ 8. ამ გოლებიდან არც ერთი ყოფილა გადამწყვეტი, გუნდი იმ მატჩებში დიდი ანგარიშით იგებდა და კარიმის გოლი ან პირველი არ ყოფილა არასოდეს.

დირექტორთა საბჭო უიმედოდ ცდილობდა ბენზემას თამაშის გამოსწორებაზე, თუმცა არაფერი იცვლებოდა და ფრანგი ყველა შანსს ანიავებდა. ბენზემას ყველაზე დიდი გულშემატკივარი ფლორენტინო იყო, რადგან მან იყიდა სამი მსოფლიო დონის შემტევი ფეხბურთელი: კარიმი - რომელმაც ჩააგდო სეზონი, კაკა - რომელიც ტრავმებმა გაამწარეს და რონალდო - რომელიც შესანიშნავად მოერგო რეალს. 2 ერთის წინააღმდეგ. სეზონის შუაში ბენზემას მცირე რენესანსი იყო, თუმცა ეს 2 მატჩიანი არმოჩნდა და იგი ჩვეულ ადგილს სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა. ესპანურმა გაზეთებმა კარიმი მკვდრად შერაცხეს.

მოურინიო აგრძელებდა ზეწოლას ხელმძღვანელობაზე და საბოლოო ჯამში მიაღწია სასურველ შედეგს, ბლანკოსმა მანჩესტერ სიტიდან იჯარის წესით ადებაიორი გადმოიბირა. ყველას ეგონა რომ ტოგოელის გადმობარგება ესპანეთში საბოლოოდ დაასვამდა დაღს ბენზემას მადრიდულ კარიერას, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა მოვიდა ემანუელი და ბენზემამ გოლების გატანა დაიწყო.

მადრიდული დერბის დაწყებიდან 10 წუთში ბენზემამ პასი მიიღო ხედირასაგან და აკურატული დარტყმით ანგარიში გახსნა. შეიძლება თქვათ "ესეც დიდი ღირსშესანიშნაობა არ იყოს." უკვე 12 წელია ატლეტიკო ვერ იგებს დერბის, იკერ კასილასმა იხსნა რეალი დამარცხებისგან, მესუთ ოზილის გოლის წყალობით დაფიქსირდა ანგარიში 2:1 და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი აგუერო დაასახელეს. თქვენ მართალიც იქნებოდით, თუმცაღა ეს მაინც ღირსშესანიშნაობაა, რადგან უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია ბენზემა იტანს ლა ლიგას მატჩში გოლს, ეს იყო მისი მეთორმეტე გოლი 2011 წელს, ამდენივე გაიტანა რონალდომ, მას მხოლოდ მესი უსწრებს ამ მაჩვენებელში. ეს იყო მისი მეცხრე გოლი ლა ლიგაში 2011 წელს, მან ზედიზედ 4 ჯერ აიღო მეტოქეთა კარი ჩემპიონთა ლიგაზე, ასეთი შედეგი კლუბის ისტორიაში არავის ჰქონია. ეს მისი 21-ე გოლი იყო მიმდინარე სეზონში. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის ის, რომ მან გაიტანა პირველი გოლი ატლეტიკოს კარში ისეთი სიმშვიდითა და ოსტატური დარტყმით, რომელიც ნებისმიერ ფორვარდს შეშურდება, მან შეაგდო გოლი სევილიასთან მატჩში, რომელმაც რეალი კოპა დელ რეის ფინალში გაიყვანა და ეს გოლი საფეხბურთო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა. აგრეთვე მან გაიტანა ლიონის კარში გოლი, 40 წამის შემდეგ რაც მოედანზე გამოვიდა და ეს ბურთი იმით არის აღსანიშნავი, რომ იგი არის პირველი, რომელიც მადრიდის რეალმა ფრანგებს სტად ჟერლანზე გაუტანა. ამ მომენტში თვით პერესმაც კი ვერ დამალა ემოციები, რომელიც როგორც წესი არასოდეს იქცევა ასე.

ადებაიორმა პირველი მატჩი ლიონთან ძირითადში დაიწყო, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნა ბენზემამ იგი 40 წამში დაჩრდილა და სიტიში დასაბრუნებელი გზა გაუხსნა. მისი გადმოსვლით კარიმს უფრო მეტი თავისუფლება მიენიჭა იგი ხშირად ახორციელებს სოლო რეიდებს მარცხენა ფლანგიდან, აგრეთვე სტატისტიკურად სწორედ ამ მხრიდან შერბის იგი საჯარიმოში და უთვისუფლებს სივრცეს რონალდოს. მისი თამაშის სტილი უფრო მრავალფეროვანს ხდის ბლანკოსის შეტევას. ბენზემამ ყველას დაუმტკიცა, რომ იგი არავის იარაღი არ არის და თავად არის შემქმნელი ფეხბურთელი.

"ახლა ბენზემა კუთხურების დროს ჩვენს საჯარიმოშიც კი ჩამოდის მცველების დასახმარებლად" - ღიმილით თქვა მოურინიომ. კნუტი რომელიც მეტოქეებს კაწრავდა, ახლა ურტყავს დათვის თათით. თუმცა საქმე იმაშია, რომ ბენზემას თამაშის სტილი არ შეცვლილა, ის კვლავ ძველებურად თამაშობს, უბრალოდ კარიმმა შეიძინა უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სიმსუბუქე. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მოურინიოს დამსახურება არ არის, ბენზემამ თავად ისურვა გამოფხიზლება. პიპიტას ტრავმამ და ადებაიორის გადმოსვლამ ბენზემას უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა. ყოველი გოლით უფრო ძნელი ხდება მისი სათადარიგოზე დატოვება. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ფრანგმა განაცხადა: "მე აღარ ვარ კატა... მე ლომი ვარ! - დიდ კატებს კი ნადირობა ძაღლებზე უკეთესად შეუძლიათ....

ინფორმაციის წყარო: The Guardian

  • SunSay
  • 26 მარტი 2011
  • 3 702
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)