ივანე: "პელეგრინის არ მისცეს საკმარისი დრო"
პირველ რიგში მოგესალმები ივანე.
მოგესალმები
თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?
ვარ 17 წლის, ვცხოვრობ თბილისში და სკოლაში ვსწავლობ.
რამდენი ხანია,რაც ჩვენი საიტის მომხმარებელი ხარ? რამდენად მნიშვნელოვანია HalaMadrid.Ge შენთვის?
ორი წელია და halamadrid.ge უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა
რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?
ასე აქტიურად ორი წელია უკვე. ადრე უბრალოდ თუ რომელიმე არხზე შემხვდებოდა იმ შემთხვევაში შევხედავდი ხოლმე.
გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?
რონალდომ, კარლოსმა და ბრაზილიელებმა საერთოდ.
შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.
ძალიან ბევრ რამეს. ეს ნიშნავს, რომ სულმოუთქმელად ელოდე "რეალის" თამაშებს და ცხოვრობდე "რეალით"
ფეხბურთის გარდა, რომელი სპორტით ხარ დაინტერესებული და რომელია შენი საყვარელი სპორტსმენი?
არცერთით :D. ჩემი საყვარელი სპორტსმენი არის პელე.
შენი აზრით,რომელია ყველა დროის საუკეთესო გოლი?
პელეს ყველა გოლი.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
კურიოზი ალბათ ისაა, რომ "რეალის" დიდი გულშემატკივარი ვარ და არ მომწონს რაულის თამაშის სტილი.
რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?
საყვარელი ფეხბურთელი პელეა და ვფიქრობ ახსნა ზედმეტია თუ რატომ.
რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?
"ბაიერნისადმი" და საერთოდ გერმანული ფეხბურთისადმი, იმიტომ რომ რობოტებივით თამაშობენ ფეხბურთს. რაც შეეხება ფეხბურთელს, მე არ მომწონს ტორესი, პიროვნულად.
მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. უკვე ყველა ალაპარაკდა,მათ შორის მოუც,რომ ადრე თუ გვიან,იგი ინგლისში წავა. რა აზრის ხარ ამაზე? ვინ გურს,რომ "რეალს" ჩაუდგეს სათავეში?
პელეგრინის და მოურინიოს გარდა მე არცერთი სხვა მწვრთნელი არ მინახავს "რეალის" სათავეში. ამიტომაც ისევ პელეგრინი მსურს "რეალის" სათავეში. შარშანაც არ მინდოდა, რომ მას კლუბი დაეტოვებინა. პელეგრინის არ მისცეს საკმარისი დრო.
გონსალო იგუაინმა ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა. მან სატესტო მატჩში დუბლებთან 2 გოლი გაიტანა და თანაგუნდელთა განცხადებით , პიპიტა შესანიშნავ ფორმაშია.როგორ ფიქრობ, შეძლებს კი იგუაინი ათამაშებულ ბენზემასთან კონკურენციის გაწევას?
ვერანაერად ვერ შესძლებს, რადგან ფორმაში შესული ბენზემა ფორმაში შესულ იგაუინსაც კი მირჩევნია.
დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
მარსელოსა და რონალდოს მათი სტილის გამო
ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?
გრანერო, რადგან მის პოზიციაზე ბევრი მასზე უკეთესი ფეხბურთელია.
რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?
ეს შემადგენლობაც მაკმაყოფილებს
ამ ბოლო წლების განმავლობაში,რომელ ტრანსფერს არ მიესალმები და რომელი ფეხბურთელის გაშვება მიგაჩნია შეცდომად?
ხედირას ტრანსფერს არ მივესალმები, რადგან ცენტრში ალონსო და ლასიც საკმარისია. ვან დერ ვაარტის გაშვება მიმაჩნია შეცდომად, რადგან ის შესანიშნავი ფლეიმეიქერია.
როგორ ფიქრობ, რამდენად რთულია "ტოტენჰემის" ბარიერის დაძლევა?
თუ "რეალი" მოინდომებს, მისთვის არაფერიც არ იქნება ძნელი.
გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?
"ლიონის" მიმართ. რადგან ამ გუნდს არ აქვს კომპლექსები დიდი გუნდების მიმართ.
სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?
ბრაზილიას და რატომ ალბათ სავსებით ნათელია.
ვის მიიჩნევ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ან ფეხბურთელებად და რატომ?
პელეს და არ მიყვარს როდესაც მას მარადონას ადარებენ. მარადონა პელემდე ვერასდროს ვერ მივა.
რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?
თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ქართულ ფეხბურთს გამოცოცხლება აშკარად დაეტყო. ვფიქრობ, თუ მას მუშაობას აცდიან, 1-2 წელიწადში ბრძოლისუნარიან გუნდს ჩამოაყალიბებს.
რა აზრის ხარ ჰალას ადმინისტრაციაზე და რა ურთიერთობები გაქვს მათთან?
ჰალას ძალიან კარგი ადმინისტრაცია ყჰავს, თუმცა არცერთ ადმინისტრატორს არ ვიცნობ.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
შენც ასევე..
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 25 მარტი 2011
- 2 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.