იგუაინი კვლავ იტანს გოლებს
არგენტინელმა ხუთშაბათის პრაქტიკულ მატჩში ორი გოლი გაიტანა
გონზალო იგუაინმა მიიღო მონაწილეობა ხუთშაბათის პრაქტიკულ მატჩში მადრიდის "რეალის C-ს" წინააღმდეგ და გაიტანა ორი გოლი 60 წუთის განმავლობაში.
2010 წლის 1 დეკემბერს, იგუაინს დაუსვეს დისკოს თიაქარის დიაგნოზი და ერთი თვის შემდეგ, 11 იანვარს, მას ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა დანის მეშვეობით. მისი რეაბილიტაცია გრძელი და რთული გზა იყო, მაგრამ საბოლოოდ იგაუინის სახეს ღიმილი დაუბრუნდა.
კვირის დასაწყისში, ჟოზე მაურინიომ დაადასტურა პიპიტას მინდორზე დაბრუნება და ისიც დააყოლა, რომ ის კარგად გამოიყურებოდა. ხუთშაბათის ვარჯიშზე, იგუაინმა სრულად იმონაწილევა პირველი გუნდის პრაქტიკულ მატჩში მადრიდის "რეალის C-ს" წინააღმდეგ და მან ორი გოლის გატანაც მოახერხა.
ბევრი ჯაფა არ დასჭირვებია იგუაინს, რომ ფერნანდო დაეჯაბნა სისწრაფეში. იგუაინი, რომელიც თამაშის ყველა ასპექტში აქტიური იყო, იპარავდა ბურთებს და ასევე საგოლე პასებსაც ანხორციელებდა. მატჩის მეორე გოლი ადებაიორმა გაიტანა, მაგრამ სწორედ არგენტინელი იყო ის ვინც მას საბოლოო პასი გაუკეთა. პირველი ნახევრის დამთავრებამდე იგუაინი ახლოს იყო გოლის გატანასთან მას შემდეგ რაც პედრო ლეონისგან მიიღო ბურთი.
იგაუინმა ისაუბრა თუ როგორ გრძნობდა თავს გრანეროსთან და დუდეკთან ერთად პირველი ნახევრის დროს, და ასევე იმაზე თუ როგორ ანხორციელებდა, მეორე ნახევრში, ზეწოლას მოედნის ორივე მხარეს. მან პასი მიიღო გრანეროსგან და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. ასე გაიტანა მან თავისი მეორე გოლი. ორი გოლი და ერთი საგოლე პასი ადასტურებს იმას, რომ იგუაინს ისევ სიხარულით მიიღებენ გუნდში.
წყარო: realmadrid.com
- 24 მარტი 2011
- 2 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.