გრანერო: "ჩვენ მოურინიო და მისი ბედნიერება გვინდა"
"ჩვენ, ყველას გვინდა,რომ მოურინიო დარჩეს, ჩვენ გვინდა,რომ ჩვენი მწვრთნელი აქ იყოს და მან ბედნიერება ჩვენთან ერთად განიცადოს. მე მჯერა,რომ მოუ "რეალის" სათავეში წლების განმავლობაში იქნება,რადგან ის წარმატებებს მიაღწევს."
"რთული კალენდარის გამო ჩვენ გვიწევს ორი "კლასიკოს" ჩატარება ერთ კვირაში. ვეცდებით, ორივე მათგანში გამარჯვება მოვიპოვოთ. ამ მატჩების შედეგები აისახება ორ ტიტულზე. მე წინასწარ არ შემიძლია ვთქვა,რომ აუცილებლად მოვიგებთ,"ბარსელონამდე" უამრავი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ჯობია მათზე ვიფიქროთ."
"აქ მწვრთნელი წყვეტს თუ ვინ ითამაშებს ძირითადში. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ თითქოსდა მე უკმაყოფილო ვარ არასათამაშო დროის გამო,მაგრამ ეს ტყულია. გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები,რომელნიც აშკარად იმსახურებენ ძირითადში თამაშს. მე კი თავდაუზოგავად ვიბრძვი,რომ დამსახურებულად დავიმკვიდრო ადგილი. მე ყოველთვის მზად ვარ,რომ გუნდს დავეხმარო. გადაწყვეტილებეს მწვრთნელი იღებს და იგი სულ სამართლიანია."
"გონსალო იგუაინი ფანტასტიურ ფორმაშია ოპერაციის შემდეგ. მისმა სისწრაფემ გაგვაკვირვა. ის ფსიქოლოგიურად მაღალ კონდინციებშია და ოპტიმისტურად არის განწყობილი. გონსალო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა "რეალში" და ყველას ძალიან გვიხარია,რომ ის მალე შეძლებს თამაშს."
"2-3 აპრილის მატჩებთან დაკავშირებით "რეალის" ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას. მართალც რთულია მიყოლებით მატჩების ჩატარება."
"ჩვენთვის ურიგო არ იქნებოდა,რომ პარასკევს გვეთამაშა,რადგან მოგეხსენებათ სამშაბათს ლიგის მატჩი გვაქვს "ტოტენჰემთან". მაგრამ მოუ ყველანაირად იბრძვის,რომ კალენადრი შეიცვალოს."
- 24 მარტი 2011
- 1 898
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.