ნიკა: "ვფიქრობ, ლასანა უნდა დარჩეს"
პირველ რიგში მოგესალმები ნიკა.
გამარჯობა ვახო, შევუერთდები რესპოდენტების უმრავლესობას და აგრეთვე მადლობას გადაგიხდი ასეთი გენიალური პროექტის წამოწყებისათვის.
თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?
ვარ ნიკა შაქარაშვილი, 16 წლის, ვცხოვრობ თბილისში, ჯერ-ჯერობით სკოლაში სწავლით ვარ დაკავებული.
რამდენი ხანია,რაც ჩვენი საიტის მომხმარებელი ხარ? რამდენად მნიშვნელოვანია HalaMadrid.Ge შენთვის?
საიტს, დაახლოებით 6 თვეა რაც შევუერთდი, თუმცა ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე მას. დროის უქონლობის გამო, ხშირად ჩემი ნიკით სტატიებს ჩემი მეგობარი წერს, მაგრამ ყველას ნამდვილად არა, ხშირად მეც ვწერ ხოლმე. ძალიან მიყვარს ეს საიტი, დღე არ გადის, რომ მას რამდენჯერმე არ ვეწვიო
რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?
"რეალს" 2002 წლიდან ვგულშემატკივრობ,სწორედ მაშინ ვუყურე ფეხბურთს პირველად
გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?
ფეხბურთს პირველად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვუყურე, მანდ შემიყვარდა ბრაზილიის ნაკრები, განსაკუთრებით კი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, მერე ისე აღმოჩნდა, რომ იგი "რეალში" გადმოვიდა (საბედნიეროდ), და დღეს მე ვამაყობ, რომ ასეთ გუნდს ვგულშემატკივრობ.
შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.
ალბათ, ეს ენით აუღწერელი გრძნობაა, მითუმეტეს როდესაც ბევრის დაწერის უფლება არ გაქვს. მადრიდის "რეალის" გულშემატკივრობა პირველ რიგში უდიდესი სიამაყეა, არასოდეს მოგერიდება იმის აღიარება, რომ "რეალს" გულშემატკივრობ. "რეალი" გუნდია, რომელსაც მუდამ საუკეთესოობისათვის იბრძვის, შეიძლება დღეს "ბარსას" ჰეგემონიაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მალე დამთავრდება. ამას მადრიდის "რეალი" დაამთავრებს. ფეხბურთში, "რეალის" გარდა ყველა და ყველაფერი წარმავალია, ნათქვამია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო, მაგრამ , როდესაც საქმე "რეალს" ეხება, ვფიქრობ მას თავზე გვირგვინი მუდამ ახურავს.
ფეხბურთის გარდა, რომელი სპორტით ხარ დაინტერესებული და რომელია შენი საყვარელი სპორტსმენი?
ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, საყვარელი სპორტსმენი კი უდაოდ რაფაელ ნადალია.
ამ სეზონში რომელ მატჩს გამოარჩევდი,რომელიც "ბლანკოსმა ჩაატარა?
ანგარიშით, ალბათ "ლევანტესთან" და "მალაგასთან", მაგრამ თამაშით, ვფიქრობ, გუნდმა წელს შეუდარებლად ორი შეხვედრა ჩაატარა, "მილანთან", და "ლიონთან". ორივე ბერნაბეუზე რა თქმა უნდა.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
როდესაც, "რეალმა" 4-1 დაამარცხა "ბარსელონა", მეგობარს გავაკეთებინე მაისური წარწერით 4-1 და სკოლაში მასე მივედი, "ბარსელონას" ქომაგები მაგ დღეს საერთოდ არ მინახავს (იცინის), სხვა საქმეა, რომ 2-6-ზე ძმაკაცმა მეც იგივე გამიკეთა :D
რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?
ფენომენი, ანუ რონალდო, რადგან იგი შეუდარებელი ფეხბურთელია, ასევე ის არის სწორედ ის, ვის გამოც მე დღეს ასე მიყვარს ცალკე ფეხბურთი და ცალკე "რეალი".
რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?
სიძულვილით. ვერ ვიტან-"მილანს", თავიანთი სტილის გამო ფეხბურთელებიდან, ვერ ვიტან ზლატან იბრაჰიმოვიჩს და დანიელ ალვეშს . იბრაჰიმოვიჩი კარატისტი უფროა, ვიდრე ფეხბურთელი, ხოლო ალვეში უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე.
მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. როგორ შეაფასებ ჟოზე მოურინიოს მუშაობას "რეალში"? შენი აზრით, შესწევს მას ძალა,რომ ტიტულებს მოწყურებულ "ბლანკოსს" რამე თასი მოაგებინოს?
ძალა რა თქმა უნდა შესწევს, სხვა საქმეა გამოიყენებს და გამოაყენებინებენ თუ არა მას ამ ძალას. პერესი ვერ იტანს უტიტულოობას და დიდი შანსია ეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელსაც არ აპატიოს და გაანთავისუფლოს გუნდიდან. ეს იქნება უდიდესი შეცდომა, ვფიქრობ მოურინიოს დრო უნდა მიეცეს და იგი ყველაფერს შეძლებს. ტიტულის მოგებაზე მეტად კი წელს "ბარსას" დამარცხებაში ვარ დარწმუნებული, მოურინიო მათ 0-5-ს არ შეარჩენს, მას უდიდესი თავმოყვარეობა გააჩნია.
ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლასანა დიარა დატოვებს გუნდს, გაგო განუწყვეტლივ ტრავმირებულია და არაა გამორიცხული,რომ გუნდიდან წავიდეს. როგორ ფიქრობ, საჭიროა კიდევ ერთი საყრდენის შეძენა და შენ ვის ისურვებდი?
ვფიქრობ, ლასანა უნდა დარჩეს, რადგან დაცვის და ჩაშლის ფუნქციით ხედირას არაფრით ჩამოუვარდება. ისე, სიამოვნებით შევუწყვილებდი ალონსოს ცენტრში სტივენ ჯერარდს, ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი და ახლანდელი ასაკის მიუხედავად ძალიან ბევრს ჯობს დღეს, თან ალონსოსან იგი უკვე ქმნიდა შესანიშნავ დუეტს "ლივერპულში" და ურთიერთგაგება არ გაუჭირდებათ, ასევე არ იქნებოდა ცუდი ბასტიან შვაინშტაიგერის შეძენა. მოკლედ, ჟოზემ უკეთ იცის!
დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
კრიშტიანუ რონალდუს! იგი დღევანდელ "რეალში", ჩემი აზრით, უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ იოზილი და დი მარია გუნდს შესანიშნავად წაადგნენ, მოედანზე ნათელია, რომ გუნდის მამოძრავებელი ძალა კრიშტიანუა. ნათელია, რომ თუ ვინმე მოედანზე იბნევა, ეგრევე ცდილობს ბურთი რონალდუს გადააწოდოს. ამ ფეხბურთელს ლიდერის თვისებები გააჩნია ისე, როგორც არავის სხვას და ეს ნათლად ჩანს. ასევე გამოვარჩევდი ალონსოს, კასილასს და მარსელოს.
ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?
არ ვიცი ვინ იმსახურებს და ვინ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ არ ვიცი გუნდში რა უნდათ გაგოს, გარაის, დუდეკს (როდესაც ადანიც მშვენივრად თამაშობს მეორე მეკარედ). ასევე, სახელის მიუხედავად, დღეს კაკაც არაფერია "რეალისთვის". რიკი ძალიან მიყვარს, უდიდესი იმედი მაქვს რომ ის დაუბრუნდება თავის ძველ ფორმას და ათამაშდება ისე, როგორც ყველას გვსურს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის პერსპექტივა არ ჩანს, რაზეც გული ძალიან მწყდება
რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?
მიუხედავად რიკარდო კარვალიოს დამაჯერებლობისა, ის უკვე ასაკშია და ძალიან მსურს დაცვაში ან ბრუნუ ალვეში ან მათს ჰუმელსი ვიხილო. ვფიქრობ ორივე შესანიშნავად მოერგებოდა გუნდს და შესანიშნავად შეუწყვილდებოდა პეპეს.
რაული და გუტი, ალბათ ყველაზე მტკივნეული თემა მადრიდისტებისათვის. რა შეგიძ¦ია თქვა ამასთან დაკავშირებით?
არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რაოდენ მტკივნეული და სამწუხაროა ეს მადრიდისტებისთვის. ამაზე ყველა მადრიდისტა გულდაწყვეტილია. უბრალოდ ვიტყვი, რომ ოცნებად მაქვს, კარიერის დასრულებამდე, თუნდაც 2 თვით ადრე, გადმოიყვანონ რაული უკან, "რეალში", ათამაშონ ცოტა და დაასრულებინონ კარიერა, ეს მისი ოცნებაცაა.
ვის მიიჩნევ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფავორიტად "რეალის" გარდა და რატომ?
რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემგან, ალბათ "ბარსელონას". ვფიქრობ თუ ორივე ესპანური გუნდი ნახევარფინალში გავიდა, მათ შორის გამარჯვებული მოიპოვებს ტიტულს.
გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?
არც ერთის.
სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?
საქართველო, რომ არ ჩავთვალოთ, პორტუგალიასა და ბრაზილიას.
ვის მიიჩნევ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ან ფეხბურთელებად და რატომ?
ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს, ალბათ მიზეზების ჩამოთვლა შორს წამიყვანს. მის გვერდით მხოლოდ ზინედინ ზიდანს დავაყენებ.
რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?
არ მესმოდა, რატომ მოყავდათ მწვრთნელებად ისინი, ვინებსაც ფული აინტერესებდათ და ქართველ ფეხბურთელებს მშობლიურ ენაზეც კი ვერ დაელაპარაკებოდნენ, მათ დროს ფეხბურთელები ნათლად ჩანდა, რომ ბოდიში და, "ეყარნენ" მოედანზე, ახლა კი, თემურის მოსვლით, არც წაგვიგია, გულშემატკივრებს ახალი იმედები მიეცათ, რაც "პაიჭაძის" ტრიბუნებზეც აისახა!
რა აზრის ხარ ჰალას ადმინისტრაციაზე და რა ურთიერთობები გაქვს მათთან?
პირადად არავის ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს ეს მალე გამოსწორდება. ისე, ყველაზე კარგად გიორგი მორჩილაძეს ვიცნობ, ინტერნეტით, მაგრამ მასზე შესანიშნავი წარმოდგენა მაქვს. არავინ მიწყინოს !
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
ასევე დიდი მადლობა შენ ვახო, პროეტქის წამოწყებისათვის, და ჩემთვის, რიგითი ავტორისათვის რომ გამონახე დრო, შენც, ჰალასაც და "რეალსაც" უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. გაიხარე!
მადლობა, გაიხარე...
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 24 მარტი 2011
- 2 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.