"რეალი" განსოთი ინტერესდება
პაოლო ენრიკე ჩაგას დე ლიმა დაიბადა ბრაზილიის პროვინციულ ქალაქ პარაში 1989 წლის 12 ოქტომბერს. მან იმდენი შეძლო,რომ უკვე 15 წლის "სანტოსში" ჩაირიცხა. ბრაზილიურ გრანდში გატარებული წლების განმავლობაში,მან სახელი ძალზედ ტექნიკური თამაშით გაითქვა. განსოსადმი დაინტერესება ევროპული გრანდებიდან დიდია. განსაკუთრებით აქტიურობს "რეალი","ბარსელონა" და"ინტერი. მას ვუნდერკინდიც კი უწოდეს. განსოს გენიალურ თამაშზე ფეხბურთის ლეგენდები ალაპარაკდნენ:რონალდო, პელე და სხვები. იგი ნაიმართან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის "სანტოსში" და არაა გამორიცხული,რომ ისინი ერთად გადავიდნენ სადმე. სამწუხარო ფაქტი ის არის,რომ განსო საკმაოდ უიღბლო ფეხბურთელია.მის მიმართ ხშირად თამაშობენ უხეშად და ახალგაზრდა ფეხბურთელი ხშირ შემთხვევაში ტრავმირებულია.
- 24 მარტი 2011
- 1 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.