დომენეკი ბენზემას არ ენდობა
გაგიკვირდებათ, მაგრამ კარიმ ბენზემა არ ათამაშეს სასტარტო შემადგენლობაში საფრანგეთის ნაკრებში. რუმინეთის წინააღმდეგ მან ბოლო 17 წუთი ითამაშა, ხოლო სერბეთთან მატჩში საერთოდ არ გამოჩენილა მოედანზე.
ისე ჩანს, რომ დომენეკი არ ენდობა ბენზემას. კარიმმა შესანიშნავი მატჩი აჩვენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თასზე და ასევე კარგად ითამაშა ლა ლიგის პირველ ტურში "დეპორტივოს" წინააღმდეგ, მაგრამ დომენეკი არ აქცევს ფრანგ ფორვარდს ყურადღებას.
სერბეთთან მატჩში საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ბენზემას ნაცვლად შეტევაში ათამაშა ანდრე პიერ ჟინიაკი.
"ტულუზას" ფეხბურთელი გასულ სეზონში გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 24 გატანილი გოლით. ჟინიაკი ვარსკვლავი არ არის, მაგრამ დომენეკი თვლის, რომ ის უფრო შედეგიანია, ვიდრე ბენზემა. მიუხედავად ამისა, "რეალის" 11 ნომერი უფრო ძლიერი ფორვარდია და შეუძლია საფრანგეთის ნაკრებს ბევრი სარგებელი მოუტანოს. ყველას უკვირს, თუ რატომ არ ათამაშებს დომენეკი ბენზემას.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 12 სექტემბერი 2009
- 2 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.