მოუ: ''ჩემი შემდეგი სამუშაო ინგლისში იქნება"
მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიო წლების განმავლობაში ედგა სათავეში "ჩელსს", შემდეგ მას მოუწია იტალიაში გადაბარგება, ხოლო ახლა "რეალს" უდგას სათავეში. 48 წლის მოუს ნოსტალგია მოაწვა და თითქმის ყველა ინტერვიუსა თუ განცხადებაში აღნიშნავს იმას,რომ ინგლისში დაბრუნება უნდა,მაგრამ იმასაც დასძენს,რომ "რეალთან" კონტრაქტი აკავშირებს და მის ამოწურვამდე არსად არ აპირებს წასვლას.
"მე მომენტარა ინგლისი და ჩემი მომდევნო სამუშაო აუცილებლად ინგლისში იქნება. და დარწმუნებული ვარ,რომ ინგლისსაც უნდა ჩემი დაბრუნება, რა არა? მე იქ გავატარე დაუვიწყარი წლები. "ჩელსი" ჩემი ოჯახი გახდა ინგლისში მუშაობისას, მე იქ მყავს უამრავი მეგობარი და მათ პირობას ვაძლევ,რომ დავბრუნდები."
როგორც იცით, ჟოზე მოურინიოს "სიტი" ეპატიჟება,ასევე გავრცელდა ინფორმაცია,რომ იგი ფერგიუსონს შეცვლიდა. როცა ჟურნალისტებმა ამაზე კითხვა დაუსვეს, შემდეგნაირად უპასუხა:
"მე "რეალთან" კიდევ 3 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ეს არის უდიდესი კლუბი მსოფლიოში,მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული სამუშაოა."
""რეალის" ხელმძღვანელობიდან შემოთავაზება სამჯერ მქონდა,მესამეზე უკვე დავთანხმდი."
"მე ასევე ვიყავი იტალიაში. ეს ალბათ ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი წელი იყო. მე მინდოდა ძალები მომესინჯა იტალიაშიც,რაც კარგად გამომივიდა."
"მაგრამ ინგლისი სულ სხვაა, ესპანელები,იტალიელები და პორტუგალიელები მეკითხებიან,თუ რატომ მიყვარს ინგლისი ასე. მე ამის ახსნა არ შემიძლია. მე ამას საქმით ვამტკიცებ."
- 24 მარტი 2011
- 2 147
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.