15 მადრიდისტა ნაკრებში
ფეხბურთელები უკვე გაემგზავრნენ საკუთარი ქვეყნის ნაკრებების დასახმარებად...
მადრიდისტებიდან სულ 15 ფეხბურთელია გამოძახებული ეროვნულ ნაკრებებში. კასილასი, არბელოა, რამოსი, ალბიოლი და ალონსო ესპანეთის ნაკრებს შეუერთდნენ. მარსელო ბრაზილიას დაეხმარება. რონალდო,პეპე და კარვალიო პორტუგალიაში წავიდნენ. ბენზემა საფრანგეთის ნაკრების მაისურს მოირგებს. დი მარია და გარაი არგენტინას შეუერთდებიან,ხოლო ხედირა და ოზილი გერმანიას. კანალესი ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდშია გამოძახებული.
ესპანეთი
ვინსენტე დელ ბოსკეს გუნდი ამ კვირაში ორ შეხვედრას გამართავს. "ფურია როხა" ჯერ ჩეხეთის ნაკრებს მიიღებს შინ,ხოლო რამდენიმე დღეში ლიტვას ესტუმრება და ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საფრანგეთი
ფრანგები ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩს გამართავენ 25 მარტს ლუქსემბურგში,ხოლო რამდენიმე დღეში საკუთარ კედლებში ხორვატიას დაუპირისპირდებიან,ამჯერად ეს მატჩი ამხანაგური იქნება.
გერმანია
იოხიმ ლიოვის გუნდი 26 მარტს სახლში ყაზახეთს მიიღებს,ხოლო 29-ში ამხანაგურ მატჩს გამართავს ავსტრალიასთან,რომელიც ასევე გერმანიაში ჩატარდება.
არგენტინა
არგენტინელები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ჯერ აშშ-ს,ხოლო შემდეგ კოსტა-რიკას დაუპირისპირდებიან.
პორტუგალია
26 მარტს პორტუგალია ამხანაგურ მატჩს გამართავს ჩილესთან,ხოლო სამ დღეში ევრო 2012-იშ შესარჩევ თამაშს ფინეთთან. მართალია სამი მადრიდისტაა გამოძახებული პორტუგალიის ნაკრებში,მაგრამ მხოლოდ პეპე შეძლებს თამაშს. კარვალიოს და რონალდოს ტრავმები აწუხებთ.
ბრაზილია
"პენტაკამპეონები" 27 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ ამხანაგურ მატჩს,რომელიც ლონდონში ჩატარდება.
ესპანეთის 21 წლამდელები
სერხიო კაანალესი თავის გუნდს საფრანგეთში დაეხმარება.
- 24 მარტი 2011
- 1 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.