პელეგრინი მეტცელდერს გარაის ამჯობინებს
მანუელ პელეგრინი იმ მცველებით აპირებს "ესპანიოლთან" თამაშს, რომლებითაც ითამაშა "დეპორტივოსთან". "კორნელა ელ პრატზე" ითამაშებენ არბელოა, ალბიოლი, გარაი და მარსელო.
სერხიო რამოსის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა დიდი სიურპრიზი იქნებოდა, რადგან მან ახლახანს მოიშუშა ტრავმა და მხოლოდ ახლა დაიწყო ვარჯიში. არბელოამ მცირე დაზიანების გამო გამოტოვა ესტონეთთან მატჩი და ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლებს ითამაშოს "ესპანიოლის" წინააღმდეგ.
მარსელო დაიკავებს დაცვის მარცხენა ფლანგს. დუნგამ არ გამოიძახა ის სანაკრებო შეხვედრების დროს. ალბიოლი უპროლემოდ დაიკავებს დაცვის ცენტრს. მას შეუწყვილდება არგენტინელი ეზეკილ გარაი, რომლის თამაშიც ძალიან მოეწონა პელეგრინის "დეპორტივოსთან" პირველი ტურის მატჩში. მეტცელდერი ისევ თამაშგარედ დარჩა. გერმანელ მცველს უფრო გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა, როცა გუნდს დაუბრუნდება დისკვალიფიცირებული პეპე.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 12 სექტემბერი 2009
- 1 737
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.