"ლა ლიგის" მატჩები გადაიდო
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლა ლიგის" 30–ე ტურის შეხვედრები არ გაიმართება 2 და 3 აპრილს.
ალბათ უკვე იცით, რომ მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს ფეხბურთის პედერაციას იმის თაობაზე, რომ "ბლანკოსის" შეხვედრა "სპორტინგთან" გადადებულიყო, ვინაიდან მოურინიოს მნიშვნელოვანი მატჩი ელის წინ "ტოტენჰემთან". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა (ესპანეთი) ლუისმა, ეს თხოვნა მიზანშეწონილად მიიჩნია და შესაბამისად "ლა ლიგის" 30–ე ტურის მატჩები, აღარ გაიმართება 2 და 3 აპრილს (თამაშები9 და 10 აპრილს გაიმართება). რამდენიმე ესპანური გუნდის წარმომადგენლები, ამის წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა ყველაფერი "მერენგების" სასიკეთოდ დასრულდა.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 23 მარტი 2011
- 2 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.