წელს ერთ-ერთ "კლასიკოზე" დერეფანია მოსალოდნელი
როგორც ცნობილი ხდება, ესპანეთის საფეხბურთო პროფესიონალური ლიგა გაფიცვასს გეგმავს, რათა 2-3 აპრილისათვის დაგეგმილი ტური გადაიდოს. თუ ეს მოხდება, მაშინ "კლასიკო", რომელიც ბერნაბეუზე უნდა ჩატარდეს 17 აპრილს, გადაიდება 6 დღით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მესტალიაზე", თასის ფინალში დამარცხებული გუნდი ვალდებული იქნება მოწინააღმდეგეს ბერნაბეუზე...დერეფნით შეეგებოს.
თავდაპირველად მატჩი "მადრიდსა" და "ბარსელონას" შორის 17 აპრილზე იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის გადაწყვეტილება დადასტურდება, მაშინ 2-3 აპრილის 30-ე ტური გადაიდება და ჩემპიონატის "კლასიკო" 23 აპრილს შედგება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამი დღით ადრე ვალენსიაში ამ გუნდებს შორის სამეფო თასის ფინალი გაიმართება, 23 აპრილს ფინალში დამარცხებული გუნდი ჩემპიონს დერეფანს მოუწყობს.
უახლოეს საფეხბურთო ისტორიაში "მადრიდს", რომელსაც ბერნდ შუსტერი ხელმძღვანელობდა, უკვე აქვს მიღებული დერეფანი, როდესაც მათ ჩემპიონატი კლასიკომდე ერთი ტურით ადრე მოიგეს.
თუ 2-3 აპრილის ტურის გადადება შესრულდება, მაშინ ჩემპიონატის კალენდარი დაიძრება და დაგეგმილად 22 მაისის ნაცვლად, 11 ივნისს დასრულდება. ამასთან ერთად, 28 მაისზე დაგეგმილია ჩემპიონთა ლიგის ფინალი, უკვე ოთხი დღის შემდგომ კი იწყება 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების დაწყება.
- 23 მარტი 2011
- 2 623
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.