გიორგი: "ვამაყობ,რომ სამეფო კლუბის ქომაგი ვარ"

მაშ ასე, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ პროექტ - "ინტერვიუს HalaMadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან". დღეიდან გთავაზობთ ე.წ. ავტორების,იგივე მწერლების ინტერვიუებს. პირველი რესპოდენტი ჩვენი საიტის ერთ-ერთი გამორჩეული მომხმარებელი გიორგი კევლიშვილია(Kevlisha). ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა და გიორგიმ თითოეულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა...

პირველ რიგში მოგესალმები გიორგი.

გაგიმარჯოს ვახო.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ გიორგი კევლშივილი, 17 წლის. ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. ჯერჯერობით სწავლით ვარ დაკავებული, კერძოდ აბიტურიენტი ვარ.

რამდენი ხანია,რაც ჩვენი საიტის მომხმარებელი ხარ? რამდენად მნიშვნელოვანია HalaMadrid.Ge შენთვის?

დაახლოებით ორი წელიწადია HalaMadrid.Ge-ს მომხმარებელი ვარ. ეს საიტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ვებ-გვერდის წყალობით უამრავი კარგი მეგობარი შევიძინე, გავხდი უფრო კომუნიკაბელური და რაც მთავარია თქვენთან ერთად ვქომაგობ საყვარელ გუნდს, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული შთამინერგა გულში.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

მადრიდის „რეალს“ ბავშვობიდან ვქომაგობ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად ვიხილე ეს მართლაც ულამაზესი სპორტის სახეობა და ვეზიარე ჭეშმარიტ ფეხბურთს. „მადრიდისტად“ კი დაახლოებით 11 წლის წინ ჩამოვყალიბდი...

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

ნუთუ შეიძლება ადამიანმა მშვიდად უცქიროს მადრიდის „რეალის“ თამაშს?! ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, მაგრამ საფეხბურთო რეპორტაჟის ხილვა ნაკლებად მხიბლავდა... ბურთის გორება უფრო მომწონდა... ყველაზე ძალიან ფერნანდო მორიენტესის თამაში მხიბლავდა, ალბათ სწორედ ამ გენიალურმა ფეხბურთელმა განაპირობა ის, რომ მე დღეს სამეფო კლუბის გულშემატკივარი ვარ.

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

იყო მადრიდის „რეალის“ ქომაგი, ნიშნავს, რომ შენ არა რიგით საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობ, არამედ ხარ ჭეშმარიტი ფეხბურთის მოყვარული. ვამაყობ, რომ მე სამეფო კლუბის ქომაგი ვარ!

რომელ გოლს მიიჩნევ საუკეთესოდ "ბლანკოსის" ისტორიაში?

მადრიდის „რეალის“ ჭეშმარიტ ქომაგებს ალბათ გემახსოვრებათ მატჩი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ სამეფო კლუბმა - „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართა. გასულ შეხვედრაში მოვლენები ძალზედ დრამატულად განვითარდა... ჯერ იყო და 2-1 ვაგებდით, შემდეგ ანგარიში 86-ე წუთზე გუტიმ გაათანაბრა, რამოდენიმე წუთში პეპე უხეში თამაშისთვის წითელი ბარათით დაისაჯა, კასილასმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია... ეს ნამდვილი სასწაულ იყო! 93-ე წუთზე ათკაციანმა „ბლანკოსმა“ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ბურთი გონსალო იგუაინმა მიიღო, რომელმაც ორი მეტოქე ელეგანტურად ჩამოიშორა, დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა და... მეტოქის ბადე შეირხა... თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ გოლი გავიდა... ეს იყო ენით აღუწერელი სიხარული, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ....

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

ალბათ გახსოვთ „ელ კლასიკო“, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა - ფაბიო კაპელოს შეგირდებმა „ბარსელონა“ 4-1 დაამარცხეს. ამ მატჩის დაწყებას მთელი დღის განმავლობაში ველოდი... ვიფიქრე ადრე დავიძინებ, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ძილი არ მომრეოდა... დაახლოებით საღამოს 9 საათზე დავწექი... მაღვიძარა გვერდით დავიდგი და დავიძინე... უეცრად რაღაც ხმა გავიგე, წამოვდექი, თავი კვლავ სიზმარში მეგონა, ტელევიზორი ჩართულია, ვუყურებ - ანგარიში 1-0-ია, კომენტატორი რაულს ნამდვილ კაპიტანს, უზადო შემსრულებელსა და დიდებულ ფეხბურთელს უწოდებს... ვიფიქრე ტკბილ სიზმარს ვხედავ, იმედი მქონდა მატჩშიც ასე განვითარდებოდა მოვლენები... ძილი განვაგრძე... შემდეგ უკვე 2-0-ზე გამომეღვიძა, თავი კვლავ სიზმარში მეგონა, ბოლოს როგორც იქნა გავაცნობიერე რა მოხდა და ამ ბრწყივნალე მატჩის ცქერა დაახლოებით 35-ე წუთიდან დავიწყე...

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის - ფერნანდო მორიენტესი. სწორედ მან შემაყვარა ფეხბურთიც და მადრიდის „რეალიც“. მე გუნდის ხელმძღვანელებს ვერ ვპატიობ და ალბათ ვერც ვერასდროს ვაპატიებ „ელ მოროს“ მადრიდიდან გაშვებას... ეს იყო უდიდესი შეცდომა, რის გამოც არაერთხელ, იმავე მორიენტესის ხელით დავისაჯეთ.

რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?

ყველაზე მეტად არ მიყვარს იტალიური ფეხბურთი, კერძოდ თამაშის ის სტილი, რომელსაც აპენინის ნახევარკუნძულის ბინადრები გვთავაზობენ. გამოკვეთილად ანტიპატია არც ერთი საფეხბურთო კლუბის მიმართ არ მაქვს, მაგრამ აი რაც შეეხება ფეხბურთელს... მე არასდროს მომწონდა ჯენარო გატუზო, მისი თამაშის სტილი რბილად, რომ ვთქვათ ამაზრზენია...

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. უკვე ყველასთვის ნათელია,რომ ადრე თუ გვიან ჟოზე მოურინიო "რეალს" დატოვებს. შენ ვის ისურვებდი მის ადგილას და რატომ? ხომ არ ფიქრობ,რომ ზიდანი შეძლებს სათავაეში ჩაუდგეს "რეალს"?

ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე სპეციალისტია, მის პროფესიონალიზმში 100%-ით დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე არ მსურს მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე მუშაობდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ მომავალზე, საკუთარ პიარსა და საკუთარ „ტყავზე“ ფიქრობს... ჩემი სურვილია სამეფო კლუბს უახლოეს მომავალში სათავეში - მიჩელი ჩაუდგეს. ვფიქრობ, იგი საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. რატომ? იმიტომ, რომ მის ძარღვებში მადრიდული სისხლი ძგერს, მის გულს კი მადრიდის „რეალის“ გერბის ფორმა აქვს!

ბენზემა - ფეხბურთელი,რომელმაც სეზონი საშინლად დაიწყო,ახლა კი იგი თამაშს გოლის გარეშე არ ტოვებს. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს? შენი აზრით, გაუწევს ბენზემა იგუაინს კონკურენციას?

ჩემი აზრით ბენზემას თვითკრიტიკა აკლდა, იგი მცირედითაც კმაყოფილდებოდა... ამჟამად იგი საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება, მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება... მიუხედავად იმისა, რომ იგუაინი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, ვფიქრობ მას კარიმთან პაექრობა ძალიან გაუჭირდება. არ ვიცი მოურინიო რას გადაწყვეტს, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო ვარიენტი ბენზემა - იგუაინის ტანდემი იქნებოდა.

შენი აზრით, თუ კაკა მოახერხებს და ფორმაში ჩადგება, ამოაგდებს ძირითადი შემადგენლობიდან ბრწყინვალედ მოთამაშე ოზილს?

ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მე პირადად მესუთს მადრიდის „რეალის“ ნახევარდაცვის უდავო ლიდერად მივიჩნევ და ძალიან არ მინდა, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს. ეს ნატურალიზებული გერმანელი მართლაც საოცარ ფეხბურთს გვთავაზობს და ვფიქრობ უსამართლობა იქნება მისი განვითარების შეფერხება.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

ჩემი აზრით დღევანდელ მადრიდის „რეალში“ საუკეთესო ფეხბურთელი - მარსელო და სილვა ჟუნიორია. ეს ბრაზილიელი ახალგაზრდა ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ისეთი საფეხბურთო გენიოსი ირიცხება, როგორიც კრიშტიანო რონალდოა, ვფიქრობ მარსელოს გარეშე სამეფო კლუბის შემტევი პოტენციალი 40%-ით ნაკლებია.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

ჩემი აზრით მადრიდის „რეალში“ ასპარეზობას ყველა ის ფეხბურთელი იმსახურებს, რომელიც ამჟამად კლუბში ირიცხება. მე მათი განსჯის უფლება არ მაქვს, ვფიქრობ ისინი იმას აკეთებენ რაც შეუძლიათ და შესაბამისად ყოველი მათგანი ძალიან მიყვარს.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

ძალიან მინდა „ბკლანკოსის“ რიგებს შეუერთდეს ნემანია ვიდიჩი, ან მეტს ჰუმელსი (არც ორივეზე ვიტყოდი უარს :D). ამჟამად ჩვენი საყვარელი კლუბის ყველაზე სუსტი მხარე თავდაცვაა. ამ ყველაფერს კი დაცვის ცენტრში მოთამაშე არასტაბილური ფეხბურთელები განაპირობებენ...

გუნდიდან წასული ჰოლანდიელებიდან რომლის გაშვებას მიიჩნევ შეცდომად?

არიენ რობენის. ის ნამდვილი „მფრინავი ჰოლანდიელია“, ვფიქრობ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

ძალიან მიყვარს ბილბაოს „ატლეტიკი“. ამ კლუბს უდიდეს პატივს ვცემ. დავიწყოთ იმით, რომ ბასკები ქართველთა მონათესავე ადამიანები არიან... გარდა ამისა, მოხიბლული ვარ კლუბის ტრადიციულობით, ეს მსოფლიო ფეხბურთის უნიკალური ექსპონატია, გუნდი, რომლის რიგებშიც არაბასკური წარმომავლობის მოთამაშეს ჯერ არ უასპარეზია. მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია, რომელიც პრიმერა დივიზიონის არსებობის ისტორიაში „ლა ლიგიდან“
არასოდეს გავარდნილა. „სან მამესზე“ ასპარეზობა სტუმარი გუნდისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია, თუნდაც ეს კლუბი მადრიდის „რეალი“, ანდაც კატალონიის „ბარსელონა“ იყოს. ბასკები ნებისმიერი სახის მეტოქესთან ბოლომდე, თავდაუზოგავად იბრძვიან, მე კი ადამიანში ყველაზე მეტად ერთგულებასა და ბრძოლისუნარიანობას ვაფასებ.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებს! დიდი სიმპატიებით ვარ განწყობილი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მიმართ, მაგრამ ჩემს მკერდში მხოლოდ ქართული გული ძგერს.

პელე თუ მარადონა? რატომ?

დავით ყიფიანი!

რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?

მართალია ქართული ფეხბურთი საკმაოდ ნელა ვითარდება, თუმცა წინსვლა აშკარაა. ამ ყველაფერს მეტწილად თემურ ქეცბაია განაპირობებს და არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ბატონი თემური ქართულ ფეხბურთში ყველაზე ნათელი წერტილია, რომლის თაოსნობით მრავალი ნაყოფიერი ნაბიჯი გადაიდგა.

რა აზრის ხარ ჰალას ადმინისტრაციაზე და რა ურთიერთობები გაქვს მათთან?

ჩვენი საიტის ადმინისტარატორებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი თავის სფეროში საუკეთესონი, თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოები მაინც არიან.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

მადლობა შენ ვახო! შენი წამოწყება ნამდვილად დასაფასებელია, წარმატებებს გისურვებ...

გაიხარე...



სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)