2011-2012 წლებში სად იქნება მოუ?
როგორც მოსალოდნელი იყო, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მადრიდის "რეალმა" გაიმარჯვა. ალბათ ეს გასაკვირიც არ არის,რადგა მოუს "ბლანკოსთან" 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და როგორც თავად პორტუგალიელი სპეციალისტი იტყობინება, ის ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეორე ადგილი "ინტერმა" დაიკავა. მართალია ჟოზე მოურინიო გასულ წელს სწორედ მილანურ გრანდს უდგა სათავეში,მაგრამ სავარაუდოდ იგი იტალიაში აღარ დაბრუნდება. ალბათ "ინტერი" გამოკითხვაში მეორეზე იმიტომ გავიდა,რომ სწორედ ამ გუნდის საკმაოდ მრავალმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.
მესამეზე, ასევე რაც არ უნდა გასაკვირი უნდა იყოს, "რომა" გავიდა. მოგეხსენებათ სენსი მწვრთნელის ძიებაშია და მოუ მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა,მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე მისი იტალიაში დაბრუნება გამორიცხულია.
მეოთხე ადგილზე მანჩესტერული "სიტი" გავიდა. უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა,რომ მანჩინი ზაფხულზე კლუბს დატოვებს. არაბი შეიხები დაუღალავად ცდილობენ მოუს შეძენას,მაგრამ ჯერჯერობით მათი ყოველივე მცდელობა ამოა,ხოლო რა იქნება მომავალში, ეს ძნელი სათქმელია.
მეხუთე ადგილი ლონდონის "ჩელსიმ" დაიკავა. მოუს "არისტოკრატებში" დაბრუნება არც თუ ისე არარეალურია. ანჩელოტის დღეები დათვლილია და რომან აბრამოვიჩი მის შეძენას აუცილებლად შეეცდება.
მეექვსეზე "მანჩესტერი" გავიდა. მოუს ოცნება სწორედ "წითელი ეშმაკების" გაწვრთნაა,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას,თუ ვინ უდგას ამჟამად მანჩესტერულ კლუბს სათავეში,მაშინ ძნელად წარმოსადგენია პორტუგალიელის იქ ხილვა.
მეშვიდე ადგილი "ბაიერნმა" დაიკავა. მიუნხენურ კლუბში ვან გაალის დღეები დათვლილია. "ბაიერნის" ხელმძღვანელობიდან დაინტერესებაც იყო,მაგრამ ალბათ ძნელად სავარუდოა,რომ მოუ გერმანიაში წავიდეს.
მერვეზე კი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გავიდა. ამ კატეგორიას ხმა ალბათ ყველაზე პატრიოტმა გულშემატკივრებმა მისცეს. ალბათ გახსოვთ,რომ იმის მცდელობაც იყო,რომ მოუს პორტუგალიის მწვრთნელობაც შეეთავსებინა,რომელიც არ განხორციელდა. ძნელად სავარუდოა,რომ ჟოზე თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.
- 23 მარტი 2011
- 3 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.