მენეზეში: "კაკას და რონალდინიოს კიდევ შეუძლიათ ნაკრებში თამაში"
მანო მენეზეშის განცხადებით ნაკრებში კაკასა და რონალდინიოს არგამოძახებას თავის ახსნა აქვს,რაც ძალზედ ლოგიკურია. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს. მართალია კაკას შესწევს ძალა მოედზნზე გავიდეს,მაგრამ ამაზე თავად ფეხბურთელი აცხადებს უარს და სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება, ბურთის გაგორებას არ აპირებს. რაც შეეხება რონალდინიოს,მთავარი მიზეზი მისი არგამოძახებისა მისი არასტაბილური თამაშია. გაუჩო ოპტიმალური ფორმიდან საგრძნობლად შორსაა.
"მე ყოველთვის ვფქირობ კაკასა და რონალდინიოზე, ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია. მაგრამ ახლა მათთვისვე აჯობებს,რომ არ ითამაშონ. ამჟამად ჩვენ მეტი ახალგხრდა ფეხბურთელი გვჭირდება "სელესაოს" განსავიტარებლად. განაცხადში შევიყვანე განსო და კიდევ რამდენიმე ახალგზარდა ფეხბურთელი." - განაცხადა მანო მენეზეშმა.
- 22 მარტი 2011
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.