ბარალი მატჩის გადადების წინააღმდეგია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის ”რეალის” მესვეურებს სურთ, რომ ლა ლიგის მორიგი მატჩი, სადაც დედაქალაქელები ხიხონის ”სპორტინგს” დაუპირისპირდებიან, სხვა დროს დანიშნონ, ამაზე კი ხიხონელთა ფორვარდი, დავიდ ბარალი პროტესტს აცხადებს...

”მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მადრიდელთა მცდელობას. ამის მიზეზად კი იმის მოყვანა შემიძლია, რომ ბევრმა გულშემატკივარმა დაბრონა ბილეთები და სასტუმრა, ასე, რომ მატჩის გადატანა ყოვლად მიუღებელია”.

წესით და რიგით, შეხვედრა, შაბათს, 2 აპრილს უნდა ჩატარდეს, თუმცა ”რეალის” მესვეურები ცდილობენ, რომ ხსენებული თამაში პირველში, ანუ პარასკევს გაიმართოს. როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი 5-ში ”ტოტენჰემს” დაუპირისპირდება და სწორედ ამიტომ ცდილობენ ”რეალის” ხელმძღვანელები მატჩის გადატანას.

ხოლო რაც შეეხება, ხიხონელთა პრეზიდენტს, ის არ არის წინააღმდეგი, რომ მატჩი პარასკევს შედგეს.


წყარო:goal.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)