რონალდო: "ჩემი გული მუდამ მადრიდში იქნება"
როგორც მოგეხსენებათ, რონალდომ, კარიერას თავი 14 თებერვალს გაანება. მას ამ თარიღის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გუშინ მან ინტერვიუ მისცა ესპანურ "The Rail" და თქვა: "ტანჯვისგან დავიღალე. ხელმძღვანელობა დარჩენას მთხოვდა, თუმცა სხვანაირად გადაწყდა ყველაფერი ..."
14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, გამოაცხადეთ თქვენი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. იქონია ამ დღებ რაიმე ზეგავლენა ?
არა, მე ვიფიქრე (იცინის)... მაგალითად, 14 თებერვლამდე გადავიტანე, მუხლის სერიოზული ტრავმა. ასევე ჩემი ქორწილი არ იყო 12 თებერვალს (იცინის)...
შეიცვალა თქვენი ცხოვრება, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ?
რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ცხოვრება ფეხბურთია. ძალიან მენატრება ის მომენტები და განცდები, რომლებიც ადრე გადავიტანე.
თქვენს ბოლო გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ძალიან დამწუხრებული იყავით. რაზე ფიქრობდით ამ დროს?
ეს ძალიან ბევრი დამიჯდა. წინა წელს, ძალიან ცოტა მატჩში მომიწია თამაში, რადგან ძალიან ხშირად ტრავმა მქონდა. ამ წელსაც ისე ჩანდა, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი, თუმცა ისევ ტრავმა მივიღე და ამის შემდეგ მუდამ დისკომფორტს ვგრძნობდი თამაშის დროს. დავიღალე კიდეც ამ ტანჯვით, რომ ვერ ვაღწევდი სტადიონამდე ისე, რომ ჩემს საუკეთესო კონდინციებში ვყოფილიყავი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მქონდა სისწრაფე, ვცდილობდი დრიბლინგის განხორციელებას, მაგრამ ტრავმამ ყველაფერი შეცვალა.
თქვენი გოლი, რომელიც "კომპოსტელაში" გავიდა, იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ეს საოცარი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს კარიერაში.
რამოდენიმე დღის წინ, ნახეთ კაკა მადრიდში?
რა თქმა უნდა, ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთადაც ვისადილეთ.
მოწყენილი ხართ?
ვცდილობდი მუდამ საკუთარი თავის გამხნევებას. მთავარია, რომ კლუბის ხელმძღვანელები და მთლიანად კლუბი ჩემთან ერთადაა. იყო ტრამვირებული, არის ძალიან რთული და როდესაც კლუბს და ხახლს შენი არ სჯერა, ეს უარესია.
დერბი ნახეთ?
დიახ, ოღონდ სახლში, რადგან თამაში "კალდერონზე" იყო.
რას იტყვით, რასისტულ შეძახილებზე, რომელიც მარსელოზე და კრიშტიანო რონალდოზე ისმონდა?
ძალიან მეწყინებოდა, ამას რომ მთელი სტადიონი აკეთებდეს, თუმცა ეს ასე არაა. არსებობს საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც სულელია და სულელს ვერაფერს შეაგნებინებ.
სად იყავი ყველაზე ბედნიერი?
ყველა ქალაქში ძალიან ბედნიერი ვიყავი. თავს ვდებდი იმ გუნდისათვის, რომლის მაისურიც მეცვა, თუმცა მადრიდის გამარჯვებას ყოველთვის აღვნიშნავ.
არის შენი გული უფრო "თეთრებისკენ" ვიდრე "ბარსელონისკენ"?
აბსოლუტურად. მადრიდი ჩემთვის ძალიან დიდი ეფექტი იყო. მე მათთან მთელი ისტორია გავატარე და პატივს ვცემ ძალიან ბევრ მოთამაშეს.
და "ბარსასთან" დაკავშირებით?
"ბარსელონაში" 1 წელი ვითამაშე და ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა ამ ყოველივეს, თუმცა შემდეგ "ინტერში" მომიწია წასვლა. ახლანდელი "ბარსა" უბრალოდ შესანიშნავია. როგორ ეხებიან ბურთს, როგორ თამაშობენ გუნდურად და ამ ყოველივეს პატარა ბიჭები აკეთებენ...
წარმოიდგინეთ თქვენი თავი 10 წლით უფრო ახალგაზრდად. რომელ გუნდში ითამაშებდით?
შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ორივე გუნდის, ორივე პრეზიდენტთან, თუმცა მე ყოველთვის ფლორენტინოს გუნდს ავირჩევ.
მოურინიო თუ გუარდიოლა?
მოურინიო. ჩვენ ვცხოვრობდით "ბარსელონაში", სადაც ის რობსონს ეხმარებოდა. მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი რომ შესანიშნავი ადამიანია.
რას იტყვით კრიშტიანოზე?
ჩვენ ერთად ვიყავით, ერთ-ერთ დღესასწაულზე. შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია, რომელიც იტანს ძალიან ბევრ გოლს.
ვინ არის გუნდის ლიდერი და ვინ იწვევს თქვენში გაოცებას?
კრიშტიანო, მე მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც ობიექტურად ფიქრობენ ყველა მომენტში და თავისუფალი სივრცის შექმნის შემთხვევაში ურტყამენ კარში და გოლებსაც მრავლდან იტანენ.
"ბარსა" ლიგის ფავორიტად ითვლება. თქვენ რას ფიქრობთ?
არ ვიცი, კლუბი როგორ განაგრძობს თამაშს სეზონის ბოლომდე. შესაძლოა ჩემპიონებიც გახდნენ. წინ ბევრი "ელ კლასიკო" გველოდება, რომელსაც მოუთმენლად ველი და ვაპირებ ყველა თამაშზე დასწრებას ...
ახლა რას საქმიანობ? მუშაობთ წარმომადგენლად?
არ მსურს ფეხბურთელების წარდგენა. ისედაც ბევრი კომპანიაა ამისთვის, რომელნიც ფეხბურთლის რეკლამაზე და იმიჯზე მუშაობენ. რეკლამა ფეხბურთელებს, შემდეგ დიდ სამუშაოს უწევენ, როგორც კარიერის კარგად გაგრძელების, ასევე ფინანსური განვითარების მხრივ. 2014 წელს, ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ბევრი შესაძლებლობა იქნება ამ სფეროში წარმომადგენელთათვის.
ვის ეკუთვნის თქვენი გული ახლა?
მე დაქორწინებული ვარ. ბიასთან ერთად უკვე 5 წელია ვცხოვრობ და 4 შვილი მყავს. ჩემი გული მას ეკუთვნის.
რისთვის დაბრუნდით ესპანეთში?
შემდეგი მატჩისთვის, რომელსაც "რეალი" გამართავს. ფლორენტინომ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთვის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება.
წყარო: Www.As.Com
- 22 მარტი 2011
- 2 453
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.