"რეალი" რონალდოს გაცილებას მოუწყობს
"თეთრების" შემდეგი მატჩი ნაციონალურ ჩემპიონატში "სპორტინგის" წინააღმდეგ, გულშემატკივრებს დიდი ხნით დაამახსოვრდებათ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩის დაწყების წინ შედგება "სამეფო" კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმელის, რონალდოს გაცილება. ბრაზილიელმა სულ ახლახანს დაასრულა კარიერა, ახლა კი იგი მადრიდში ჩამოვა, რათა გამოემშვიდობოს გულშემატკივრებს, რომლებმაც ალბათ არ დაივიწყეს მისი მცირეხნიანი, მაგრამ ძალიან კარგი ასპარეზობა "ბლანკოსის" მაისურით.
"ფლორენტინომ დამირეკა და მადრიდში დამპატიჯა ჩემს გაცილებაზე, რომელის ხიხონის "სპორტინგთან" მატჩის დაწყებამდე შედგება. თუ თამაშს პარასკევზე გადაიტანენ, მე დილით ჩავფრინდები იქ, რათა მოვასწრო."-განაცხადა ბრაზილიელმა. შეგახსენებთ, რომ მატჩი "სპორტინგთან" დაგეგმილია 2 აპრილისთვის, მაგრამ "მადრიდის" ხელმძღვანელობა შეეცდება ამ მატჩის პარასკევზე, ანუ 1 აპრილზე გადატანას, რადგან 5 აპრილს უკვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ჩატარება უწევთ, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.
- 22 მარტი 2011
- 1 884
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.