1/4 ფინალის პირველი მატჩი რონალდოს გარეშე?
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის პორტუგალიელი მოთამაშე კრიშტიანო რონალდო ტრავმირებულია და მას მინიმუმ 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს...
ეს ტრავმა თვითონ კრიშტიანოს უგუნურობითაა გამოწვეული. როდესაც ჟოზე მოურინიომ მედიკოსებს ჰკითხა ახალგაზრდა შემტევის კონდიციის შესახებ, ექიმებმა უპასუხეს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მოთამაშე ერთ კვირას კიდევ დაისვენებდა, ჟოზე მედიკოსებს დაეთანხმა, მაგრამ რონალდოს დაჟინებული მოთხოვნით იგი მაინც გავიდა მოედანზე და დაზიანება გაირთულა.
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით კრიშტიანო მანამდე არ ითამაშებს, სანამ 100%-ით არ იქნება მზად, რადგან ტრავმის გართულება აპრილის თვის მეორე ნახევარში "ბლანკოსს" არ აწყობს, ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ რონალდომ გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი გამოტოვოს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება, რომელიც "ტოტენჰემ ჰოტსპურთან" გაიმართება.
- 21 მარტი 2011
- 3 684
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.