მოურინიო: ""მანჩესტერმა" უნდა მოიცადოს"
ჟოზე მოურინიომ თავისი მომავლის შესახებ ორიოდე სიტყვა თქვა...
შანსი იმისა, რომ მოურინიო "რეალში" შემდეგ წელსაც იმუშავებს, ძალიან დიდია. ამიტომ, მისი ოცნება ინგლისში დაბრუნებასთან და ალექს ფერგიუსონის შეცვლასთან დაკავშირებით, ცოტათი გაჭინაურდება.
როგორც ბრიტანული გაზეთი "The Mail on Sunday" იტყობინება, ალექს ფერგიუსონმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, როდესაც ჟოზე მოურინიოს შესაძლო გუნდში მოსვლაზე შეიტყო. თუმცა, სამწუხაროდ, ინგლისელებს მინიმუმ 1 სეზონის მოცდა მოუწევთ.
ამდენად, ფერგიუსონიც თავის სურვილს შეასრულებს და კიდევ ერთი სეზონი დარჩება "მანჩესტერ იუნაიტედში." თავისი სურვილის შესახებ შოტლანდიელმა სულ ახლახანს განაცხადა. თუმცა სხვადასხვა გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მოურინიო მზადაა დაიცადოს სერ ალექსის წასვლამდე.
შეგახსენებთ, ფერგიოუსონი 69 წლისაა და 25 სეზონია რაც "მანჩესტერში" მოღვაწეობს.
წყარო: Www.Defensacentral.Com
- 21 მარტი 2011
- 3 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.