”სიტი” მოურინიოს ინგლისში დაბრუნებას შეეცდება
როგორც ”მანჩესტერ სიტის” მესვეურები აცხადებენ, წლის ბოლოს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოიხსნება რობერტო მანჩინი. მის მაგივრად კი მანჩესტრელებს ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურთ...
ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს აქვს გამოცდილება პრემიერ ლიგაში, მაგალითად კი მოვიყვანთ ლონდონის ”ჩელსის”. სწორედ ამ გუნდთან ერთად მოახერხა დონ ჟოზემ ორჯერ პრემიერ ლიგის მოპოვება.
ინგლისელებს სჯერათ, რომ პორტუგალიელი აუცილებლად დაუბრუნდება მათ ქვეყანას. ”სიტის” მესვეურები ამას იმიტომ ფიქრობენ, რომ მათი აზრით, მოურინიოს კონფლიქტი აქვს ხორხე ვალდანოსთან.
მანჩესტერული კლუბი მზად არის გადაიხადოს 10 მილიონი ფუნტი, მადრიდის ”რეალის” მწვრთნელის სანაცვლოდ.
წყარო:tribalfootball.com
- 20 მარტი 2011
- 2 098
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.