ფეხბურთელები მატჩის შემდგომ
"თეთრების" ფეხბურთელებმა, მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთეს ...
კასილასი
"ჩვენ წავაგებთ "ატლეტიკოსთან" ოდესმე, თუმცა იმედი მაქვს, ეს დღე ძალიან გვიან მოვა. მოწინააღმდეგეს ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა გოლის გატანისა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. საბოლოო შედეგი, შეიძლება ცოტათი არასამართლიანიც იყოს."
"მეკარე იმისთვის არის, რომ მოიგერიოს, რაც შეიძლება ბევრი ბურთი. "ატლეტიკოსთან" კონცენტრაცია მოვახდინე და შევძელი გუნდის დახმარება. მოწინააღმდეგისათვის სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ძალიან ბევრი მომენტის გამოყენება, ჩვენ კი ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა. ბენზემა რადიკალურად შეიცვალა და მთელი გუნდი ძალიან გახარებულია."
"გუნდი უმნიშვნელოდ დაღლილი ჩანს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშების ჩატარება მოგვიწია. მთელი გუნდი ძალიან მტკიცედ დგას და უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე, რადგან მომავალ მატჩებში "სევილიასთან," "ვილიარეალთან," და "ატლეტიკ ბილბაოსთან" მოგვიწევს თამაში. ახლა მთელი გუნდი მხოლოდ "ხიხონზე" ფიქრობს."
რამოსი
"მეორე ტაიმში ძალიან გადავიღალეთ. გახარებული ვარ, რომ 6 წლის მანძილზე, არასოდეს წამიგია "ატლეტიკოსთან.""
- 20 მარტი 2011
- 2 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.