რონალდო და პეპე მატჩის შემდეგ
კრიშტიანო რონალდომ და პეპემ, თავიანთი აზრი გამოთქვეს მოგებულ დერბიზე...
რონალდო:
”გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ანგარიში, როდესაც 2-1 გახდა ძალიან ავნერვიულდი, თან სკამზე ვიჯექი და ვერ ვახერხებდი გუნდის დახმარებას”.
”100%-ით მზად არ ვყოფილვარ და სწორედ ამიტომ გამომცვალა ჟოზე მოურინიომ. ტრავმაც მივიღე, მაგრამ არ ვიცი რამდენად სერიოზული. ეს ყველაფერი სულ მალე გაირკვევა”.
პეპე:
”2 სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა. გუნდმა ხელთ იგდო სადავეები და გამარჯვებასაც მიაღწია. მატჩის მიწურულს, გადავიღალეთ და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გოლი მივიღეთ”.
”შემდეგ ორი თვე გადამწყვეტია ამ სეზონში. ბოლომდე ვიბრძოლებთ ტრიპლეტის შესასრულებლად. ლა ლიგაში არაფერია დამთავრებული. ფანებს ვპირდებით ულამაზეს საღამოებს”.
”იკერი შესანიშნავი მეკარეა და ის ხშირად გვეხმარება გამარჯვებაში, ასევე ავღნიშნავდი კარიმ ბენზემას უნიკალურ თამაშს. ის უმაღლესი დონის ფორვარდია”.
”კოპა დელ რეის ფინალი ”ბარსელონასთან” იქნება სასწაული და ამ სასწაულს, თქვენ პირდაპირ ეთერში იხილავთ”.
წყარო:realmadrid.com
- 20 მარტი 2011
- 2 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.