მოურინიოს პრესკონფერენცია
”ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა...
”ჩემმა გუნდმა სუფთა გუნდური თამაში აჩვენა და დამსახურებულადაც მოახერხა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება”.
”ლიონთან მატჩის წინ, ბიჭებს ვუთხარი, რომ ისტორია და ციფრები არ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ფეხბურთელებს იგივე გავუმეორე ”ატლეტიკოსთან” შეხვერდის წინაც. ყველა თამაში განსხვავებულია. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სწორედ ეს იყო გამარჯვების საწინდარი”.
”კარი ბოლომდე მშრალად ვეღარ შევინახეთ, ვინაიდან ბოლო წუთებში გადავიღალეთ, რაც არცაა გასაკვირი. ამ მატჩისთვის სამი ჩამშლელი გამოვიყვანე, რათა ვფიქრობდი, რომ ასე უფრო ეფექტური იქნებოდა. როგორც ხედავთ მართალი აღმოვჩნდი”.
”კასილასი ფანტასტიური მეკარეა. საერთოდ არ მსიამოვნებს, როდესაც მას ხშირად აქვს სამუშაო. ამ შეხვედრაში, იკერს მუდამ უწევდა გუნდის გადარჩენა, ეს კი იმით იყო განპირობებული, რომ უკანა ხაზი ვეღარ უძლებდა მოწინააღმდეგეთა სწრაფ ფორვარდებს, რადგან როგორც ვახსენე, ბიჭები გადაღლილები იყვნენ”.
”არ მინდოდა ჩემპიონატი დღეს დასრულებულიყო და სწორედ ამიტომ დავაყენე სასტარტოში კრიშტიანო, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია”.
”ძალიან მომეწონა არბიტრის მუშაობაც, რომელსაც პრაქტიკულად შეცდომა არ დაუშვია”.
წყარო:realmadrid.com
- 20 მარტი 2011
- 2 658
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.