"ატლეტიკო" – "რეალი" (პრევიუ)
როგორც მოგეხსენებათ, "ლა ლიგის" 29–ე ტურში გაიმართება მადრიდული დერბი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ატლეტიკოსა" და "რეალის" მოთამაშეები.
ტურის ცენტრალური შეხვედრა, სწორედ "ვისენტე კალდერონის" არენაზე გაიმართება. მატჩს გაუძღვება ტეხეირა ვიტიენესი, რომელიც ესპანური ფეხბურთის ერთგული რეფერია.
"ატლეტიკოს" მოთამაშეები მიმდინარე სეზონის მიხედვით, ძალზედ არასტაბილურად ასპარეზობენ, რის გამოც კიკე სანჩეზ ფლორესს კრიტიკა ხვდა წილად. "წითლები" ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო "თეთრები" მეორეზე. ჟოზე მოურინიოს გუნდი, "ბარსელონას" ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვებაში ეცილებიან. მათ შორის სხვაობა, ამჟამად ხუთ ქულას შეადგენს.
"მერენგებმა" 28 შეხვედრაში, 22–ჯერ გაიმარჯვეს, ოთხჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ. სანჩეზის შეგირდება 28 მატჩში, 11–ჯერ მოიპოვეს სამი ქულა, 6–ჯერ მხოლოდ ერთი ქულა და 11–ჯერ დამარცხდნენ. "ბლანკოსის" რიგებიდან გამორჩეულია კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა თანდათანობით იდეალურ ფორმაში შედის ქარიმ ბენზემაც, რომელიც უკანასკნელ შეხვედრებში ბრწყინვალედ ასპარეზობს, რაც შეიძლება ითქვას სერხიო (კუნ) აგუეროზეც.
მოურინიოს აზრით, სამი ქულის დაკარგვა წარმოუდგენელია, თუმცა განსხვავებული აზრი არც კიკე ფლორესს გააჩნია.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 19 მარტი 2011
- 2 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.