"ტოტენჰემ ჰოტსპური"–იოლი გასეირნება???

"ტოტენჰემ ჰოტსპური"–იოლი გასეირნება???


ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ამას შევძლებთ

საფეხბურთო კლუბი "ტოტენჰემ ჰოტსპური" დაარსდა ლონდონში 1882 წელს. ზედმეტსახელი–Spurs (დეზები). ტოტენჰემი არის პირველი ბრიტანული გუნდი ვინც ევრო ტურნირი მოიგო. მისი ტიტულები ასე გამოიყურება:
ინგლისის ჩემპიონი: 1950/1951, 1960/1961,
ასოციაციის თასისი მფლობელი: 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991
ლიგის თასისი მფლობელი: 1970-71, 1972-73, 1998-99, 2007-08
ინგლისის სუპერთასის მფლობელი: 1920-21, 1951-52, 1961-62, 1962-63, 1967-68*, 1981-82*, 1991-92*
უეფას თასისი მფლობელი: 1972, 1984
უეფას თასების თასის მფლობელი: 1963
ანგლო-იტალიური თასისი მფლობელი: 1971

"ტოტენჰემ ჰოტსპური"–იოლი გასეირნება???


გუნდის სახელზეა შემდეგი რეკორდები:
რეკორდული გამარჯვება: 13-2, VS ქრიუ ალექსი, FA თასის მე-4 რაუნდი, 1960 წლის 3 თებერვალი.
მაქსიმალური გატანილი გოლი სეზონში: 115, უმაღლესი დივიზიონი, 1960-61.
ყველაზე მეტი მატჩი ტოტენჰემის შემადგენლობაში ჩაატარა სტივ პერიმენმა. სულ რაღაც 854.
სატრანსფერო რეკორდი (გაყიდულ ფეხბურთელებს შორის): 30.5 მლნ. ფუნტი, დიმიტარ ბერბატოვი, "მანჩესტერ იუნაითედი".
სატრანსფერო რეკორდი (ნაყიდ ფეხბურთელებს შორის): 16.5 მლნ. ფუნტი, ლუკა მოდრიჩი, "დინამო ზაგრები".
ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე: ჯონ ბოსტოკი, 16 წლისა და 295 დღის, 2008 წლის 6 ნოემბერს, დინამო ზაგრების წინააღმდეგ.
ყველაზე მეტი გოლი სეზონში: კლაივ ალენი, 49, სეზონი - 1986-87.
კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს–ჯიმი გრივზს - 266.
ყველაზე მეტი მოგება ლიგის სტარტზე ინგლისის ისტორიაში, ”მიყოლებით” – 11, 1960 წ. ეს მაჩვენებელი ყველა სხვა კლუბის ანალოგიურ მაჩვენებელზე მაღალია.
პირველი კლუბი მსოფლიოში, რომელმაც უეფას თასი მოიგო, 1972.
კლუბს ისტორიაში ინგლისის ნაკრებში სულ გამოძახებული იყო 59 ფეხბურთელი. ეს მაჩვენებელი მეორეა ინგლისის მასშტაბით.
დღეს, ჟურნალ ფორბსის მონაცემებით, "ტოტენჰემ ჰოთსპური" მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს შორის მე-12 ადგილზეა.
მნიშვნელოვანი ჯილდოების მოგების მხრივ კლუბი მე-5 ადგილს იკავებს ყველა დროის ინგლისურ კლუბებს შორის.

"ტოტენჰემ ჰოტსპური"–იოლი გასეირნება???



1983 წლიდან "ტოტენჰემ ჰოტსპურს" აქვს გერბი რომელზეც გამოსახულია ბურთზე მდგარი მამალი, ხოლო ბურთს მარცხნიდან და მარჯვნიდან ამშვენებდა ორი წითელი ლომი.2006 წლამდე გუნდის დევიზი იყო "Audere est Facere". ეს სიტყვები ლათინურია და ქართულად ნიშნავს "იყო გაბედული ნიშნავს აკეთებდე" . 2006 წელს გერბთან ერთად შეიცვალა კლუბის დევიზიც და ამჟამად "ტოტენჰემის" დევიზია იგივე ტექსტი ინგლისური სიტყვებით "To Dare is To Do".

"ტოტენჰემ ჰოტსპური"–იოლი გასეირნება???



მეტოქე მართლაც რომ შთამბეჭდავია. "მადრიდის რეალს" მოუწევს დაუპირისპირდეს ახალგაზრდულ, ენერგიულ და სწრაფ გუნდს. ტოტენჰემმა გამოთიშა ლიგას ისეთი გუნდი როგორიც "მილანია". გუნდში თამაშობენ მაღალი კლასის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი. "რეალს" ნამდვილად არ მოუწევს ადვილი გასეირნება ნახევარფინალამდე, სადაც სავარაუდო მეტოქე ბარსელონაა. მაგრამ მოსალოდნელ ელ–კლასიკომდე ცოტა მოგვიანებით... წინ "ტოტენჰემია"...

AnImO aBiDaL...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)