შესაძლოა კანალესმა "რეალი" დატოვოს
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მოთამაშე სერხიო კანალესმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს.
სერხიოს სათამაშო დრო არ აქვს. მან სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა "რეალში". ამიტომ სავარაუდოა, რომ კანალესი ივნისში კლუბს დატოვებს და სავარაუდოდ "პრემიერ ლიგაში" გადაბარგდება.
მისი აგენტი და მამა იტყობინება,რომ კანალესის საკითხი ზაფხულში განიხილება: "ჩვენ გვსურს "რეალში" დარჩენა, მაგრამ ივნისში უკეთესი შემოთავაზებისას შესაძლოა კლუბი დატოვოს სერხიომ. ჩვენ საუკეთესო გზას ავირჩევთ". კანალესით "ლივერპული" და "ბლექბერნია" დაინტერესებული. ამიტომ სავარაუდოა, რომ იგი "პრემიერ ლიგაში" გადავა.
შეგახსენებთ კანალესი "რეალში" გასულ წელს გადმოვიდა "რასინგიდან". ახალგაზრდა მოთამაშეს სათამაშო დრო უნდა რაც "რეალში" არ აქვს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ იგი კლუბს დატოვებს. გარდა ამისა, მესუთ ოზილის მოსვლის შემდეგ, სერხიოს ფაქტობრივად ყველა იმედი გადაეწურა.
წყარო:Defensacentral.com
- 18 მარტი 2011
- 1 651
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.