"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში

როგორც იცით, დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები. გთავაზობთ "რეალის" შესაძლო მეტოქეთა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას სამეფო კლუბთან...

სტატიაში იხლივათ მხოლოდ ევროთასების სტატისტიკას,ასევე გთავაზობთ ამ 7 კლუბის ახალ ამბებს და შემადგენლობას..

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


ევროთასებზე "ინტერი" და "რეალი" 9-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იტალიელებს დადებითი შედეგი აქვთ. მათ 5-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ დამარცხდნენ და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშეს მადრიდის "რეალთან".

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


ჟოზე მოურინიო ძალიან კარგად იცნობს "ინტერის" თამაშის სტილს,რდგან მან შარშან მილანელებთან ერთად ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა. ახლა კლუბს სათავეში ლეონარდო უდგას,რომელმაც ზამთარში რაფაელ ბენიტესი შეცვალა. "ინტერმა" 1/8 ფინალში "ბაიერნი" დაამარცხა საკმაოდ დრამატულ ორთაბრძოლაში. იტალიური კლუბი შარშანდელთან შედარებით გაცილებით სუსტია,ამაზე ისიც მეტყველებს,რომ "სერია ა-ში" პირველადგილოსან "მილანთან" ჩამორჩენა 5 ქულაა. ლეონარდო ფაქტიურად ჟოზე მოურინიოს შექმნილი ტაქტიკით თამაშობს. ძირითადში უმეტესად იმ ფეხბურთელებს ათამაშებს,რომელიც პორტუგალიელ სპეციალისტს ჰყავდა. ასევე შეჰმატა ორი ახლაგზრდა ფეხბურთელიც: რანოკია და კოუტინიო.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


ევროთასებზე "ტოტენჰემი" და "ბლანკოსი" არასდროს დაპირისპირებულან.

"ტეოტენჰემი" და "შახტარი" წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე აღმოჩენებად იქცნენ. ლონდნელები დაუმარცხებელნი არიან "უაით ჰართ ლეინზე". ჯგუფურ ეტაპზე მათ საკუთარ მოედანზე სამივე მატჩი მოიგეს,ხოლო მერვედფინალში "მილანთან" ითამაშეს ფრე. მანამდე "ტოტენჰემმა" მილანელები "სან სიროზე" დაამარცხეს 1-0 კრაუჩის ერთადერთი გოლის წყალობით. ჯგუფურ ეტაპზე მათი გასვლითი მატჩები ყველა უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა - 3-4 დარაცხება "ინტერთან, 2-2 "ვერდერთან" და 3-3 "ტვენტესთან". ლონდონელებს მიმდინარე გათამაშებაზე ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი აქვთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მათ დაცვაში პრობლემები აქვთ. ერთი სიტყვით, "ტოტენჰემი" საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


"ელ კლასიკო" ყოველთვის საინტერესოა,მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე. კატალონიურ-მადრიდული დაპირისპირება ევროთასებზე 6-ჯერ იყო,აქედან "ბლანკოსმა" 3 მოიგო, 2 წააგო,ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


გვარდიოლას გუნდს აქვს ბრწყინვალე სეზონი. მათი მიზანი იგივეა,რაც წინა წლებში იყო - ჩემპიონთა ლიგის მოგება. "ბარსელონამ" 1/8 ფინალში ლონდონის "არსენალი" დაამრცხა ორი მატჩის ჯამში 4-3. ჯგუფურ ეტაპს კი საკმაოდ ადვილად დააღწიეს თავი. მათი მეტოქეები "პანათინაიკოსი", "რუბინი" და "კოპენჰაგენი" იყვნენ. "რეალი" და "ბარსელონა" მხოლოდ 2 ესპანური გუნდია,რომელიც მიმდინარე გათამაშებას შემოურჩა. აღსანიშნავია,რომ "ბარსელონას" ფეხბურთელს ერიკ აბიდალს სიმსივნე აღმოაჩნდა,ამიტომ სავარაუდოდ იგი მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


"ჩელსის" "რეალი" არასდროს დაპირისპირებია,ამიტომ მათი შეხევდრა დიდ ინტერესს იწვევს..

"არისტოკრატებმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს,მაგრამ შემდეგ ჰქონდათ დიდი ჩავარდნა. "მანჩესტერთან" გამარჯვების შემდეგ მათი გამოფხიზლება დაიწყო. ორი მატჩის ჯამში "კოპენჰაგენი" ადვილად დაამრცხეს და 1/4 ფინალშიც გავიდნენ. "ჩელსის" შეტევა შთამბეჭდავია: დროგბა,მალუდა,კალუ და ანელკა, ახლა კი მათ რიცხვს ფერნანდო ტორესიც შეუერთდა. მიმდინარე გათმაშებაზე ლონდონლებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს, ეს "ველოდრომზე" მოხდა "მარსელთან". ერთი სიტყვით "ჩელსი" საკმაოდ სერიოზული მეტოქე იქნება.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


ესპანლები და გერმანელები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან..

რალფ რანგნიკმა ახლახანს შეცვალა ფელიქს მაგატი არასტაბილური თამაშის გამო. "შალკე" "ბუდესლიგაში" ცუდ მდგომარეობაშია,მაგრამ სამაგიეროდ მათ 1/4 ფინალში მოახერხეს გასვლა. გერმანელებმა ორი მატჩის ჯამში "ვალენსიას" სძლიეს 4-2. გერმანელები ასევე გავიდნენ გერმანიის თასის ფინალში. ნახევარფინალში მათ "ბაიერნი" დაამრცხეს "ალიანს არენაზე" რაულის გოლის წყალობით. ალბათ ძალიან საინტერსო იქნება "რეალის" ლეგენდის რაულის დაბრუნება "ბერნაბეუზე". "შალკეში" ასევე ირიცხება "ბლანკოსის" აღზრდილი ხურადო და ასევე ყოფილი ფეხბურთელი ჰუნტელაარი.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


ინგლისურ-ესპანური დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო. ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. "მანჩესტერსა" და"რეალს" ერთმანეთში 8-ჯერ აქვთ ნათამაშები. მადრიდელბს მცირე უპირატესობა აქვთ: 3 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


"მანჩესტერი" წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს. "წითელი ეშმაკები" "პრემიერ ლიგას" ლიდერობენ. წინა წელთან შედარებით გუნდი შეიცვალა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხავიერ ერნანდესის გამოჩენა,უფრო სწორად აღმოჩენა. კლუბის უცვლელი წევრები არიან ასევე "მანიუს" ლეგენდებიც: გიგზი, სქოულზი და ვან დერ საარი.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში


დონეცკელები "რეალს" არასდროს დაპირისპირებიან..

როგორც ზემოთ ვახსენე, "შახტიორი" ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენაა. დონეცკელებმა მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებული 8 შეხვედრიდან 7 მოიგეს. ამ შედეგით ისინი პირველები არიან წელს. გუნდს სათავეში ლეგენდარული მირკეა ლუკესკუ უდგას. "შახტარს" თამამად შეგვიძლია ვუწუოდთ "მეორე ბრაზილიის ნაკრები" ბრაზილიელ ფეხბურთელთა სიუხვის გამო. 1/8 ფინალში უკრაინელბმა შანსი არ დაუროვეს "რომას" და ორი მატჩის ჯამში გამანადგურებელი ანგარიშით 6-2 დაამრცხეს.ასე რომ, მათი სახით საკამოდ ძლიერი მეტოქე ეყოლება ნებისმიერ გუნდს.

"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში




ახლა კი გთავაზობთ ამ კლუბების სტატისტიკას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე



"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში



ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "რუსთავი 2" შემოგთავაზებთ 15:00 საათზე.



სტატიის ავტორი: WIShMASTER

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)