ოფიციალური განცხადება
გუშინ გაიმართა მადრიდის "ბლანკოსის" გამგეობის შეხვედრა, სადაც თავმჯდომარე ფლორენტინო პერესი იყო. ამ შეკრებაზე დაინიშნა კლუბის საპატიო წევრები, რომლებსაც აქვთ გუნდის დიდი ამაგი.
საპატიო წევრებად აირჩიეს პლასიდო დომინგო, ვინსენტე დელ ბოსკე და რაფაელ ნადალი. ეს სამეული მადრიდის "რეალის" ქომაგები არიან და დიდი სიყვარული ამოძრავებთ ამ კლუბის მიმართ.
დომინგო ოპერის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მომღერალია. პლასიდო აგრეთვე "თეთრების" დიდი ქომაგია. ვინსენტე დელ ბოსკეს, პრაქტიკულად მთელი კარიერა მადრიდში აქვს გატარებული. აგრეთვე მან ესპანეთის მწვრთნელის რანგში მოიგო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება ნადალს, ის მსოფლიოს პირველი ჩოგანია. ტენისის არსებობის ისტორიაში, რაფას უკვე ბევრი ექსპერტი საუკეთესოდ მიიჩნევს ესპანელ სპორცმენთა შორის. აგრეთვე, მალიორკელი მეგა ვარსკვლავი მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარია.
ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცათ ალფრედო დი სტეფანოს, როგორც სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტს და პრეზიდენტ ჯოსეფ ბლატერს.
წყარო:Realmadrid.Com
- 17 მარტი 2011
- 2 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.