მოურინიოს პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა...
”1/4 ფინალში გავედით იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს აშკარად ვაჯობეთ. ”ლიონი” სერიოზული ოპონენტია, თუმცა ჩემმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს ისევე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. ვაგრძელებთ ბრძოლას ლიგის მოსაგებად”.
”ფეხბურთი - ჩვენი ცხოვრებაა. გუშინ, რომ წაგვეგო, ეს იქნებოდა უდიდესი კატასტროფა, თუმცა მადრიდის ”რეალმა” უნიკალური საღამო შესთავაზა მაყურებელს. რონალდომ მითხრა, რომ იგი მზად იყო სათამაშოდ, ფინტნეს-მწვრთნელებმაც იგივე მითხრეს და სწორედ ამიტომ გავიყვანე იგი მოედანზე. გუშინდელი მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო და გავრისკე კიდეც. შესაძლოა შაბათს პორტუგალიელმა ძირითადში თამაში ვერ დაიწყოს”.
”ჩვენ ტიტულებს აუცილებლად მოვიგებთ. არ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს, ვინაიდან ”რეალი” აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ლიგის მოგების კანდიდატს უნდა ჰქონდეს. მადრიდში სჯერათ, მადრიდში ფეხბურთი უყვართ და ბოლომდე იბრძვიან. სწორ გზას ვადგავართ. მუშაობა ასე უნდა გავნაგრძოთ და ტიტულებს აუცილებლად დავეუფლებით”.
”არ მინდა 1/4 ფინალში ”ჩელსის”, ან ”ინტერს” დავუპირისპირდეთ. ისინი ძალიან ძლიერი გუნდები არიან და ჩვენ მათთან გაგვიჭირდება”.
”არ აქვს მნიშვნელობა მადირდელი ხარ, თუ კატალონიელი, საერთოდ ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს, ვინაიდან აბიდალიც ადამიანია და იგი, როგორც პიროვნება ყველას უყვარს. ჩვენ, მადრიდელები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ერიკს და მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებთ”.
წყარო:realmadrid.com
- 17 მარტი 2011
- 2 814
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.