კენჭისყრა 18 მარტს შედგება
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ფრანგულ "ლიონს" სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდნენ. 18 მარტს ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილი გუნდის მეტოქე გაირკვევა, კენჭისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება...
შალკე
გერმანულმა გუნდმა ესპანურ "ვალენსიასთან" დიდი ბრძოლა გადაიტანა და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე, თუკი "რეალი" "შალკეს" შეხვდება, მაშინ ამ მატჩს სხვა დატვირთვაც ექნება, სამეფო კლუბის ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო "ბერნაბეუზე" გერლზენკიხენური მაისურით იასპარეზებს.
შახტარი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკრაინულმა გუნდმა რომის "რომას" დამარცხება ძალიან იოლად შეძლო და "შალკეს" მსგავსად აღმოჩნდა 1/4 ფინალში.
ბარსელონა
კატალონიურმა გუნდმა ლონდონის "არსენალთან" ნამდვილი ომი გადაიტანა, ლონდონში გამართული შეხვედრა "მეთოფეთა" გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ნოუ კამპზე სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი იყო და გვარდიოლას შეგირდებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს, დიდი შანსია, რომ სამეფო კლუბი სწორედ "ბლაუგრანას" დაუპირისპირდეს და ჩემპიონთა ლიგაზე 2 ელ კლასიკო შედგეს.
მანჩესტერი
ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელებმა მართალია უღიმღამოდ, მაგრამ კლასის ხარჯზე მაინც შეძლეს მარსელის ბარიერის გადალახვა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ჩელსი
ლონდონელმა არისტოკრატებმა ყველაფერი დანიაში გაარკვიეს, როდესაც სტუმრად 0-2 იმარჯვეს, ანჩელოტის შეგირდებმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს და მომდევნო ეტაპზეც უპრობლემოდ გავიდნენ.
ინტერი
ლეონარდოს გუნდმა ნამდვილი ბრძოლა გადაიტანა, იტალიაში წაგებული შეხვედრის შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ მიუხენური გიგანტი მოპოვებულ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვები ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ტოტენჰემი
"მამლებმა" პატარა სენსაცია მოახდინეს, როდესაც ისეთი დიდი კლუბი დაამარცხეს, როგორიც "მილანია", ინგლისელებმა ყველაფერი გააკეთეს და დამსახურებულად მოხვდნენ საუკეთესო 8 გუნდს შორის.
ზემოთ ჩამოთვალეთ სამეფო კლუბის სავარაუდო მეტოქეთა სია, 18 მარტს კი ამ გუნდებიდან ერთ-ერთი "ბლანკოსის" მოწინააღმდეგე გახდება.
- 17 მარტი 2011
- 1 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.