მესი:"მოიგოს "რეალმა"
"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს გამარჯვების მოპოვება უსურვა "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8ფინალის დაპირისპირებაში.
პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის საფრანგეთში 23 თებერვალს ფრედ 1 : 1 დასრულდა.
"მოიგოს "რეალმა" და გავიდეს 1/4 ფინალში, ოღონდ არ შეხვდეს "ბარსელონას". არ მსურს მეოთხედფინალში მადრიდლებთან შეხვედრა"-თქვა მესიმ.
ბარსელონამ ერთი კვირის წინ უკვე გაინაღდა 1/4 ფინალში გასვლა, ორი მატჩის ჯამში "არსენალის" დამარცხებით. კატალონიელთა მეტოქე კენჭისყრის მეშვეობით დადგინდება.
უკანასკნელი ორი წლის ოქროს ბურთის მფლობელმა ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ორი ლიდერი ლიგის მოგების უმთავრეს ფავორიტებში ირიცხება."ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები-"ჩელსი" "რეალი" და ჩვენ ვართ"-თქვა მესიმ.
"რეალმა" პლეი-ოფის პირველი რაუნდი უკანასკნელად 2003/04 სეზონში დაძლია. შარშან კი "სამეფო კლუბი" 1/8 ფინალში იგივე "ლიონთან" დამარცხდა, საერთო ანგარიშით 1 : 2
- 16 მარტი 2011
- 3 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.