კანალესის ბედი ზაფხულში გადაწყდება
დღეს ცნობილმა სპორტულმა ინტერნეტ პორტალმა "TribalFootball" - მა გაავრცელა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის სერხიო კანალესის შესახებ.
კანალესისათვის ორი ცნობილი ინგლისური გრანდი "არსენალი" და "ლივერპული" იბრძვის,მაგრამ ჯერჯერობით "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას არ აქვს გადაწყვეტილი გაუშვას თუ დატოვოს გუნდში ახალგზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი.
"ჩემს კლიენტს სურს თამაში "რეალში",მაგრამ გააგრძელებს თუ არა სერხიო კარიერას "ბლანკოსის" რიგებში ამის შესახებ მხოლოდ ივნისში გახდება ცნობილი" - განაცხადა ანხელ კანალესმა[ფეხბურთელის მამა და აგენტი].
წყარო - TribalFootBall
- 16 მარტი 2011
- 1 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.