"ლიონისთვის" ყველაფერი მზადაა
დღეს , თბილისის დროით საღამოს 23:45 საათზე, "მადრიდის რეალი" "ლიონს" დაუპირისპირდება. ამ მატჩისთვის ყველაფერი მზადაა.
სერხიო რამოსისთვის ჯერ კიდევ ზამთარია, მარსელოსთვის კი ზაფხული უკვე დადგა.
"მადრიდის რეალმა" გუშინ შუადღისას ივარჯიშა. ეს იყო ბოლო ვარჯიში დღე გასამართი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ. როგორც მოგეხსენებათ, "ბლანკოსები" დღეს "ლიონს" დაუპირისპირდებიან. გულშემატკივრები და თავად ფეხბურთელები იმედს იტოვებენ, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ "ლიონის" ბარიერის დაძლევას.
პირველ სურათზე კარგი სანახავია, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები სირბილისას. მეორე სურათზე, სერხიო რამოსის თმა სასაცილოა.
კარგი ამბავი ის იყო, რომ ორივე–კრიშტიანო რონალდუ და გონსალო იგუაინიო დაუბრუნდნენ სავარჯიშო მოედანს. "კასტილიადან" გამოძახებულ იქნა ხუან კარლოსი, ტავმირებულნი არიან პედრო ლეონი, კაკა და ფერნანდო გაგო.
ყველანი გახარებულნი იყვნენ პიპიტას ნახვით–დაწყებული მისი თანამემამულე გარაიდან, დამთავრებული მარსელოთი და პეპეთი! კარგი სანახავია, როგორ ცდილობენ ისინი ცეკვას, მარსელო ერთ ადგილზე ხუთი წამითაც ვერ ჩერდება!

როგორც ჩანს, პეპეს ყველაზე მეტად სურდა თანაგუნდელების მიმართ სიყვარულის გამოხატვა, ვინაიდან პიპიტას მერე, ის კარიმ ბენზემას გადაწვდა...
...ასეა თუ ისე, ხუან კარლოსი! კანტერანო კიდევ ერთხელ მოხვდა განაცხადში. მარსელო და პეპეს დამოკიდებულება ახალგაზრდა კანტერანოების მიმართ ყველასთვის ცნობილია. მათ არც ამჟამად შეუკავებიათ თავი მათი მხარდაჭერისგან და გამხნევებისგან. კარლოს ერჟი დუდეკმაც გაამხნევა. სხვათაშორის, მაგ ორს შორის 17 წლიანი სხვაობაა.
ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 21 ფეხბურთელია, მათ შორის კრიშტიანო რონალდუ და რიკარდო კარვალიო, რომლებიც "ჰერკულესთან" შეხვედრაში არ იყვნენ განაცხადში.
მეკარე: იკერ კასილასი, დუდეკი.
მცველები: სერხიო რამოსი, არბელოა, გარაი, ალბიოლი, პეპე, კარვალიო, მარსელო.
ნახევარმცველები: ლასი, გრანერო, ხაბი ალონსო, კანალესი, დი მარია, იოზილი, ხედირა, ხუან კარლოსი.
თავდამსხმელები: ადებაიორი, კრიშტიანო რონალდუ, ბენზემა.

ეტყობა მოუმ ძალიან სახალისო რამ თქვა, ესენი ასე რომ იცინიან.
პრეს–კონფერენციაზე, მოუმ ოთხი ენა გამოიყენა (ესპანური, ინგლისური, ფრანგული და იტალიური) საკუთარი მოსაზრებები გადმოსაცემად. მან, ამავე პრეს–კონფერენციაზე საკუთარ თავზე და კლუბზე მესამე პირში ისაუბრა: " "მადრიდის რეალი" ჩემპიონთა ჩემპიონია. კლუბს ცხრა ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ კიდევ სურთ მისი მოგება. მოურინიო ერთ–ერთია იმ სამ მწვრთნელს შორის, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა კლუბში ორჯერ მოიგეს და მე მინდა, რომ ეს მესამედაც გავაკეთო. La Décima მძიმე შრომის შედეგად აუცილებლად მოვა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომაა აუცილებელი და არა თავზე მაღლა ახტომა. წინა სეზოში მე ასპარეზობას გამოვთიშე კლუბი, რომელიც თავზე მაღლა ახტომას ცდილობდა და რომელსაც თავი უკვე "ბერნაბეუზე" გასამართ ფინალში წარმოედგინა"
კარიმ ბენზემაზე საუბრისას მოურინიომ განაცხადა: "სიმართლეა, რომ კარიმი აუმჯობესებს საკუთარ ფორმას, რატომ? არ ვიცი. ერთადერთი მიზეზი ალბათ თავად კარიმია. ალბათ მეც, ვინაიდან ფეხბურთელებს ყოველთვის ვაიძულებ, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ."
მან გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდა: "მე ჯერ არ მინახია ის "სანტიაგო ბერნაბეუ", რომელზეც გადმოცემით მსმენია. ხვალ სწორედ ამის დროა. ხვალ დროა, რომ "ბერნაბეუმ" ნამდვილი სახე აჩვენოს."
მან გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდა: "მე ჯერ არ მინახია ის "სანტიაგო ბერნაბეუ", რომელზეც გადმოცემით მსმენია. ხვალ სწორედ ამის დროა. ხვალ დროა, რომ "ბერნაბეუმ" ნამდვილი სახე აჩვენოს."
- 16 მარტი 2011
- 1 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.