კაკა: მე რიკარდო ვარ და არა ზიდანი
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ არ სიამოვნებს როცა ზიდანს ადარებენ...
,,მე კაკა ვარ და არა ზიდანი. ზინედინი შესანიშნავი ფეხბურთელი და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა იყო, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მასთან შედარება, მე სხვა ადამიანი ვარ და ზიზუ სხვა. ჩემი თამაშის სტილი აბსოლიტურად განსხვავდება ზიზუს თამაშის სტილისგან”.
,,იმედია რეალს ისეთივე წარმატებებს მოვუტან როგორიც ზიდანმა მოუტანა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნუ მადარებთ მას, მე სხვა ვარ ის კი სხვა” - განაცხადა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.
- 11 სექტემბერი 2009
- 2 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.