პროვოკაცია სახელად...
საქმე ეხება , ამას წინათ ესპანეთის ერთ–ერთ რადიოსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (რომელიც შემდგომში აქტიურად აიტაცა გამომცემლობა Marca-მ და მის საფუძველზე უკვე ანტიმადრიდისტულად განწყობილმა გულშემატკივრებმა თუ ჟურნალ–გაზეთებმა) იმის შესახებ, თითქოსდა "მადრიდის რეალს" მოუთხოვია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის, რომ ამ უკანასკნელს დოპინგ–ტესტით მკაცრად შეემოწმებინა "ბარსელონასა" და "ვალენსიას" ფეხბურთელები.
ბოლო დღეებია, რაც ზემოთხსენებული ინფორმაციამ საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია, როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც (გამოქვეყნდა სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი სტატიები "მადრიდის რეალის" მისამართით და ა.შ.). რა მოხდა სინამდვილეში? რამდენა რეალურია გავრცელებული ხმები? ერთადერთი პიროვნება, რომელიც აშკარად დოპინგს იღებს და რომელსაც ნამდვილად ჭირდება ნარკოლოგიური შემოწმება არის ის, ვინმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა. მას სერიოზული "პრობლემები" აქვს ამ მხრივ და თუ თავისი თავისთვის კარგი სურს, უმჯობესი იქნება, რაც შეიძლება მალე მიაკითხოს საავადმყოფოს, სადაც შესაბამის სარეაბილიტაციო კურსს ჩაუტარებენ. კიდევ ერთი, ვისას სერიოზული პრობლემები აქვს დოპინგის მხრივ, არის ის, ვინმაც ეს ისტორია დაიჯერა. აი ფაქტებიც:
"მადრიდის რეალს" არანაირი ე.წ. "შეშფოთება" არ გამოხატია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ზემოთხსენებული კლუბების ფეხბურთელები "წამლებზე ზიან". ესპანურმა რადიოსადგურმა Cadena Cope–მა, რომლის რეიტინგიც ბოლო ხანებია, რაც გეომეტრიული თუ არა, არითმეტიკული პროგრესიით მცირდება, ერთ–ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები "წამლებზე ზიან" და რომ ამის შესახებ საკუთარი აღშფოთება გამოხატა "მადრიდის რეალმა". გამოხატა არამარტო სიტყვებით, არამედ "ბლანკოსებს" საკუთარი უკმაყოფილების შესახებ უცნობებიათ ესპანეთის სპორტის ფედერაციისთვის. რაშია საქმე? აი რა თქვა, ესპანეთის სპორტის ფედერაციის მდივანმა:
"მე არ მისაუბრია ფლორენტინო პერესთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანეთში ყველანი დიდი ძალებით ვებრძვით დოპინგის მიღების ფაქტებს სპორტის ნებისმიერ სახეობაში. FIFA–ს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ამ მხრივ ესპანეთი მოწინავე პოზიციებზეა."
"არც "მადრიდის რეალისგან" და არც ნებისმიერი სხვა კლუბისგან ანალოგიური შინაარსის მოთხოვნა ან წერილი არ მიგვიღია."
შესაბამისად, აი რისი გაკეთება შეუძლიათ "ბარსელონას" გულშემატკივრებს: გადახედეთ მეგობრებო ჟურნალ Marca–ს, რომელიც გადმოცემით "მადრიდის რეალის" არაოფიციალური (ან შეიძლება ოფიციალურიც) გაზეთია და დაიჯერეთ, რაც იქ წერია. არსებობს მეორე გზა, როგორც, ჩემი აზრით, თქვენ უნდა მოიქცეთ, თავად შეხედეთ ფაქტებს, გაანალიზეთ, ვიდრე გადახედოთ და წაკითხოთ Marca–ში მოცემული ინფორმაცია და მაშინვე დაიჯეროთ... აბა, მითხარით, რაში აწყობს, ისეთ დიდ ინსტიტუტს , როგორიც "მადრიდის რეალია" ასეთ შარიან და არაფრისმომცემ სკანდალში თავის გაყოფა? ეს ყველაფერი, ხომ ჩვენ ფეხბურთელებზე ჯოხის გადამტვრევას გავს და აუცილებლად აისახება მათ თამაშზე? Marca ვირუსია, რომელიც მადრიდშია გავრცელებული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები თავისუფალი უნდა იყვნენ ყოველგვარი წნეხისგან და მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი აზრების დაწერა და გამოცემა, მათ უნდა ქონდეთ გარკვეული შეზღუდვები. Marca ჟურნალია, რომელსაც თავისი პროგრამა და გათვლები გააჩნია, ის სულაც არ არის კლუბის წარმომადგენელი. ნუთუ ფიქრობთ, რომ თუ სამეფო კლუბმა მართლაც მიმართა ესპანეთის სპორტის ფედერაციას , ის ამას ზემოთხსენებული გაზეთის მიხედვით გაახმოვანებდა? რა შეუშლიდა ხელს მათ იმაში, რომ ეს ინფორმაცია საკუთარ ვებ–გვერდზე განეთავსებინათ?
აი, ეს არის ფაქტები მეგობრებო. "ბარსელონას" გულშემატკივრებს კი ისღა დარჩენიათ, მიიღონ ფაქტები ან მოუსმინონ ჭორებს.ეს ყველაფერი მათი გადასაწყვეტია. ბოლოს კი, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი კლუბი ჩადის კარგ და ცუდ საქციელებს. თუ თქვენ ის აზრი, რომ "მადრიდის რეალი" ნამდვილი სატანა და ეშმაკის მოციქულია გეხმარებათ ღამით კარგად დაძინებაში, მასეც იყოს. ასევე გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მე უპირატესობას მოედანზე "ლაპარაკს" ვანიჭებ. ესაა ის, რაც ფეხბურთს უხდება–ის მოედანზე უნდა ითამაშო და არა პრესაში.

- 16 მარტი 2011
- 2 420
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.