"რეალი" და "იუვენტუსი" ნანისათვის იბრძოლებენ
ბრიტანული პრესა წერს, რომ მოურინიო დაინტერესებულია პორტუგალიელი ფეხბურთელით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს, ნანის, შეუძლია დატოვოს გუნდი წლის ბოლოს. პორტუგალიელით მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი. გაზეთი "The Sun" წერს, მოურინიოს შესაძლო ინტერესზე ნანის მიმართ. ნანი თავის მხრივ უნივერსალური ფეხბურთელია და შეუძლია ნებისმიერ ფლანგზე თამაში.
როგორც ცნობილია, თავად პორტუგალიელი ნახევარმცველი, ფიქრობს თავისი ცხოვრების სხვანაირად წარმართვაზე და აქვს განსხვავებული ამბიციები. რა არის იმაზე დიდი ამბიცია, რომ ითამაშო მადრიდის "რეალში"?
ერთადერთი პრობლემაა ფერგიუსონი, რომელსაც რა თქმა უნდა, არ სურს ნანის გაშვება. მეორეს მხრივ, როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ტურინის "იუვენტუსსაც" გააჩნია სიმპატიები ამ ფეხბურთელის მიმართ.
ნანიმ 10 გოლის და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო "მანჩესტერში" 34 თამაშში. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ფერგიუსონი და დატოვებს თუ არა მარცხენა ფლანგს ობლად.
წყარო: Www.Defensacentral.Com
- 16 მარტი 2011
- 2 189
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.