მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ, მომავალი დაპირისპირება განიხილა...
”წარსული და სტატისკიტა არაფერს წყვეტს. შესაძლოა, მადრიდის ”რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი ტრადიციები აქვს, თუმცა ეს მხოლოდ ციფრებია და თამაშზე არანაირად არ აისახება. მინიმალური უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გასულები ვართ. დიდი ბრძოლა გველის”.
”სამეფო კლუბმა 9-ჯერ იზეიმა გამარჯვება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. წესით, მათ არ უნდა ჰქონდეთ დიდი მოტივაცია, თუმცა ”ბლანკოსს” ისევ სურს წარმატების მიღწევა. ჟოზე მოურინიო კი იმ 3 მწვრთნელს შორის შედის, რომლებსაც ლიგა 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვთ მოგებული, თუმცა პორტუგალიელს კიდევ სურს გამარჯვება”.
”არავინ იცის, თუ როგორ წარიმართება მატჩის მცვლელობა. თუ, კრიშტიანო რონალდომ, ვერ მოახერხა მინდორზე გასვლა, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ფენომენალურ მოთამაშეს. ”ლიონის” პრეზიდენტმა, ჟან მიშელ ოლამ, განაცხადა, რომ ”რეალი” 0-0-ზე ითამაშებს. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. იკერისგან ბევრ კარგ სეივს ველი”.
”ფრანგულ კლუბს არასოდეს უთამაშია მადრიდში უპირატესობის გარეშე, წელს კი ეს სწორედ ასე მოხდა. ჩემი გუნდი დაცვით ფეხბურთს ითამაშებს. ვნახავ, თუ როგორ ფეხბურთს აირჩევს კლოდ პიუელი”.
”ლისანდრო ძალიან სახიფათო და ტექნიკური ფეხბურთელია, თუმცა ”ლიონი” მეტია ვიდრე ლისანდრო. ფრანგული კლუბი კარგად ორგანიზებულია და ჰყავს შესანიშნავი დამრიგებელი, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავამარცხოთ ხსენებული გუნდი. მათი თამაში შესწავლილი გვაქვს. ძალიან კარგი იქნება, თუ ბერნაბეუ შეივსება. ფანებმა მე-12 ფეხბურთელის როლი უნდა შეითვისონ. ყველას მოგიწოდებთ, რომ თამაშზე მოხვიდეთ, თქვენ არნახული სანახაობა გელით. ერთად დავამარცხოთ ”ლიონი” და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე”.
წყარო:realmadrid.com
- 15 მარტი 2011
- 2 441
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.