ბუტრაგუენო:"ჩვენ "ლიონზე" ვფიქრობთ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია."
ბუტრაგუენიომ თავი აარიდა დოპინგის თემას და ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გაამახვილა. "ხვალინდელი მატჩი წლის ერთ-ერთი უდიდესი თამაში იქნება."
ინსტიტუციური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, თავი აარიდა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს დოპინგის შესახებ და თქვა, რომ "თეთრები" მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი, რომელიც "ლიონის" წინააღმდეგ გაიმართება.
"კლუბი მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ფიქრობს. სხვა დანარჩენი, უბრალოდ მეორე ხარისხოვანია." - თქვა მან. "ჩვენთვის, ხვალინდელი თამაში არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში. იმედია, შევძლებთ შემდეგ ეტაპზე თამაშს" - დაამატა ბუტრაგენიომ.
ამგვარად, "European Sports Press Breakfast"–ის ბოლოს, ხაზგასმით ითქვა, რომ "რეალმა" აუცილებლად უნდა იასპარეზოს 1/4 ფინალში. ეს აუცილებელია სამ წლიანი წარუმატებლობის შემდეგ.
ასეა თუ ისე, პორტუგალიელი, კრიშტიანო რონალდუ, ითამაშებს ფრანგების წინააღმდეგ. ბუტრაგენიომ თქვა, რომ რონალდუ გუნდის ძირითადი ნაწილია. ასევე დაამატა: "ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც ფეხბურთელის ასევე ექიმების მხრიდან. ერთი დღე კიდევ არის დარჩენილი. ექიმები საბოლოოდ განსაზღვრავენ რონალდუს ყოფნა არ ყოფნას." - თქვა მან.
მეორეს მხრივ, ბუტრაგენიომ ასევე გააკეთა კომენტარი, დერბიზე, რომელიც "ატლეტიკო მადრიდთან" გაიმართება "ვისენტე კალდერონზე." "ჩვენ არ გვექნება დრო, რომ სრულიად აღვიდგინოთ ფორმა დერბიმდე, თუმცა "ლიონთან" გამარჯვებას თუ მოვიპოვებთ, ეს გუნდს საკუთარ თავში რწმენას შემატებს, რაც გაგვიადვილებს შემდეგ "ვისენტე კალდერონზე" თამაშს."
ბუტრაგენიო შეეხო "ბარსელონას" და "რეალს" შორის ქულათა სხვაობას, მას შემდეგ, რაც "ბარსამ" დაკარგა ქულები "სანჩეს პისხუანზე." მან თქვა, რომ "თეთრებს" ძალიან რთული კალენდარი აქვთ და ძალიან რთული იქნება ყველა მატჩის სასიკეთოდ დასრულება.
წყარო: As.Com
- 15 მარტი 2011
- 1 546
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.