კასილასის ინტერვიუ
მადრიდის "რეალის" კიპერმა იკერ კასილმა ინტერვიუ ჩაწერა (uefa), სადაც მან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორია ამჯამინდელი ვითარება "რეალში"?
აქ კარგი ჰარმონია სუფევს. ყველა კონცეტრირებულნი ვართ "ლიონთან" შეხვედრისკენ. ნერვიულობა ნამდვილად არ შეიმჩნევა, რაც ძალიან კარგია. აუცილებლად გავიმარჯვებთ და შესაბამისად ვითამაშებთ ლიგის შემდეგ ეტაპზე.
თქვენ ნერვიულობთ?
არ ვნერვიულობ, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია თავზე. შევეცდები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ შეხვედრაში შეცდომა არ დავუშვა. ერთი დაუფიქრებელი ქმედებაც კი შეიძლება, რომ საგანგაშო აღმოჩნდეს.
ვინ არის ყველაზე სახიფათო მოთამაშე "ლიონის" რიგებიდან?
გამორჩევით ვერავის დავასახელებ, თუმცა ლისანდრო ლოპესს და მირალემ პიანიჩს განსაკუთრებული მეურვეობა ესაჭიროებათ, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს. ფრანგები მეტად მოტივირებულები არიან, თუმცა ნაკლები მოტივაცია არც ჩვენ გაგვაჩნია.
ვის გამოარჩევდით "რეალის" შემადგენლობიდან?
"ბლანკოსში" თითოეული ფეხბურთელი გამორჩეულია და ამაზე ორი აზრე არ არსებობს. კრიშტიანუ რონალდუ იდეალურ ფორმაშია, აგრეთვე ქარიმ ბენზემა ბრწყინვალედ ათამაშდა უკანასკნელ შეხვედრებში. ნახევარმცველებიც და მცველებიც, ნამდვილად დამაჯერებლად დომინირებენ მწვანე მინდორზე.
კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა...
დიახ, დაბრუნდა და შეტევის წინა ხაზი ერთი–ორად გაძლიერდება. ფრანგი 9 ნომერი ოტიმალურ მდგომარეობაში შედის და ვგონებ, რომ იგი პორტუგალიელთან ერთად, კარგ დუეტს წარმოქმნის.
თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზეა"...
ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. საკუთარი არენის წინაშე, აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს, როგორც ეს წინა მატჩებში ხდებოდა. გულშემატკივრები მოგებას ითხოვენ და მათი დამწუხრება არ შეიძლება.
რას ეტყვით გულშემატკივრებს?
მხოლოდ იმას, რომ მოვიდნენ და უბრალოდ ისიამოვნონ. ერთმანეთს უმაღლესი დონის გუნდები ხვდებიან და ასეთი მატჩის გამოტოვება წარმოუდგენელია. "მერენგებს" ჰყავთ მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები, რაც ძალიან სასიხარულოა.
ჟოზე მოურინიოზე რა აზრის ხართ?
პორტუგალიელი ტაქტიკოსი მსოფლიში საუკეთესოა. ამას არამხოლოდ მე, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გულშემატკივრობ, მთავარია გიყვარდეს ფეხბურთი, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. კლოდ პუელის მიმართ სიმპატიებით ვარ განწყობილი. მისი ბიჭები ბრძოლისუნარიანობითა და მოდნომებით გამოირჩევიან, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა.
და ადებაიორი?
ტოგოელი ფორვარდი კარგი მოთამაშეა, თუმცა მან ბოლომდე ვერ გაიარა ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, შავკანიანს დრო უნდა მივსცეთ, რათა მან მოახერხოს სათანადო დონეზე ასპარეზობა.
"რეალში" არიან შესანიშნავი ახალგაზრდები...
დიახ, ეს ნამდვილად ასეა. პაბლო სარაბია, ალვარო მორატა და სხვები უბრალოდ უნაკლონი არიან. მოზარდები, მაგრამ იმედისმომცემნი – ამ სახელს დავარქმევდი მათ წყვილს (სარაბია და მორატა)
ინფორმაციის წყარო: Uefa.com
- 15 მარტი 2011
- 1 868
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.