მარსელო–"კაცი გამოძახებით"
მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი ან უბრალოდ მარსელო, დაიბადა 1988 წლის 12 მაისს ბრაზილიაში. მარსელომ ფეხბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო, ხოლო 13 წლის ასაკში მისით საფეხბურთო კლუბი "ფლუმინენსე" დაინტერესდა. ფეხბურთელის ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ამ მიზეზით ერთ ხანს მარსელომ სპორტის ამ სახეობის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა ფლუმინენსეს მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება უფლის წყალობით გადააფიქრებინეს. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, 2005 წლის 13 ნოემბერს ამ კლუბში მისი დებიუტიც შედგა.
მარსელო "რეალის" ფეხბურთელი 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა. მისით აღფრთოვანებულმა, რამონ კალდერონმა პრეზენტაციაზე განაცხადა: "მარსელო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის ახალგაზრდა და ენერგიულია. გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩვენი სპორტული გეგმის ნაწილია, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ეხება. ამ ტრანსფერის განხორციელებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთელის შეძენა თითქმის ნახევარ ევროპას სურდა."
მარსელოს დებიუტი ახალ კლუბში 2007 წლის 7 იანვარს შედგა. იმავე წლის 14 აპრილს ფეხბურთელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. მას შემდეგ რაც რეალის სათავეში ბერნდ შუსტერი მოვიდა, ბრაზილიელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მარსელო "რეალის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, გუნდის ერთერთი ლიდერია. მარსელოს მარცხენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც ასრულებს.
"მარცხენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს"– ალბათ ამ წინადადებამ ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი გაგახსენათ. –დიახ... სწორედ რობერტო კარლოსი. მარსელო სწორედ მის მემკვიდრედ მოიაზრება "რეალში". ჩვენ უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ მის გამოჩენას მოედანზე "რეალის" ფორმით, მის შესანიშნავ დრიბლინგებს, სწორად გაკეთებულ პასებს და გადანილ გადამწყვეტ გოლებს. "კაცი გამოძახებით" სწორედ ეს შეიძლება უწოდო მას. ის ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა. ის არის მცველი რომელსაც შეტევაში თამაში უფრო გამოსდის, ვიდრე დაცვაში.
–მარსელო ლიონისთვის "გამოძახებულია" !!!
- 15 მარტი 2011
- 3 335
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.