რონალდუმ 2008 წელს "ლიონი" ანალოგიურ სიტუაციაში დაამარცხა
რონალდუმ 2008 წელს "ლიონი" ანალოგიურ სიტუაციაში დაამარცხა.
როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალმა" "ლიონის" წინაღმდეგ პირველი მატჩი ფრედ 1–1 ითამაშა. სამეფო კლუბის ვარსკვლავი კრისტიანო რონალდუ 2008 წელს ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა. მაშინ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.
ინგლისურმა კლუბმა საფრანგეთში პირველი მატჩი 1–1 დაამთავრა. გოლები კარლოს ტევესმა და კარიმ ბენზემამ გაიტანეს. "ოლდ ტრაფორდზე" განმეორებითი მატჩში 4 მარტს გაიმართა. რონალდუმ ამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა და "ლიონი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა. იმ წელს იუნაიტედმა ფინალში "ჩელსი" დაამარცხა. კრისტიანო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 15 მარტი 2011
- 2 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.