რონალდუმ 2008 წელს დაამარცხა "ლიონი"
მაშინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1-1 ითამაშა საფრანგეთში, ხოლო ინგლისში 1-0 მოიგო პორტუგალიელის წყალობით...
მადრიდის "რეალი" ხვალ, შეეცდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში 1-1 მორჩა. ზუსტად ამგვარ სიტუაციაში იყო მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ 2008 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ინგლისურ კლუბში თამაშობდა.
ინგლისელებმა პირველი თამაში 1-1 დაამთავრეს (მსგავსად "რეალისა"). გოლები ტევეზმა და ბენზემამ გაიტანეს. მეორე თამაში კი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა 4 მარტს, 2008 წელს. გადამწყვეტი გოლი იმ თამაშში, სწორედ რონალდუმ გაიტანა, როდესაც პორტუგალიელმა სრულიად არასაგოლე მომენტიდან, გოლი შექმნა და თავისი მარცხენათი, უძლიერესი დარტყმით, დასაჯა მეკარე კუპე. ეს გოლი "მანჩესტერ იუნაიტედს" შემდეგ წარმატების მიღწევაში დაეხმარა. 2008 წელს რონალდომ საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის წოდება მიიღო.
წყარო : Www.Realmadrid.Com
- 15 მარტი 2011
- 1 260
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.