"რეალი" – "ლიონი" (პრევიუ)
16 თებერვალს (ოთხშაბათი), 23:45 წუთზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც თითოეული ფეხბურთის ქომაგი მოუთმენლად მოელის. მადრიდის "რეალისა" და "ლიონის" ფეხბურთელები 1/4 ფინალის საგზურისთვის შეერკინებიან ერთმანეთს.
"რეალისა" და "ლიონის" დაპირისპირებას უდიდესი ინტერესით ელიან. მადრიდელები უკვე რამდენიმე წელია, რაც ვერ ამარცხებენ ფრანგული გუნდის ფეხბურთელებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე "ლეს გონსები", მაინც ახერხებენ "ლურჯები" სასურველი შედეგის მიღებას.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ქომაგები მოგებას ითხოვენ და მოითხოვნ, რაც სავსებით ადეკვატურია. ხვალ თამაშს შესძლებს კრიშტიანუ რონალდუ, ხოლო ფრანგებს ლისანდრო ლოპესი დაუბრუნდათ. არგენტინელი ფეხბურთელის შეჩერბა რთულია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მოთამაშეების. ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ "მერენგები" ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ. განსხვავებული აზრი არც კლოდ პუელს გააჩნია.
"ბერნაბეუზე" დასასწრები ბილეთების საფასური 150–1000 ევრომდე მერყეობს. გაყიდულია 67 000 ათასი ბილეთი, ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ ზემოთხსენებულ არენაზე ანშლაგია მოსალოდნელი. თამაშის წინ, ფრანგთა და ესპანელთა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
ჟოზე მოურინიო:"ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და გულშემატკივრებს ვპირდები, რომ 100%–ით დავიხარჯებით. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. "რეალისთვის" პრიორიტეტულია ლიგის მოგება".
კლოდ პუელი:"მადრიდელებთან წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ბიჭებში ვხედავ დიდ ენთუზიასმსა და მონდომებას, რაც მაფიქრებინებს, რომ ლიგის 1/4 ფინალში ვითამაშებთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და შესაბამისად თამაშს არ ჩავკეტავთ".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 15 მარტი 2011
- 2 006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.