"Dum Spiro Spero"-"სანამ ვსუნთქავ ვიმედოვნებ"
1847–2011
1847 წლის დასაწყისში "libre de ensenanza"-ს სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი რომელსაც "sky football club" უწოდეს. ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი. არაოფიციალურად ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ "მადრიდს" წრთვნიდა ხულიან პალასიოსი. ეს გუნდი სულ 50 კაცისგან შედგებოდა. პირველი მოედანი, სადაც "მადრიდი" თამაშობდა მდებარეობდა "velazquez" ქუჩაზე. ხოლო მეორე მოედანი სადაც ისინი გადავიდნენ მდებარეობდა კორიდის მოედნის გვერდით. ამ მოედანზე ხშირად იმყოფებოდა დედოფალი მარია კრისტინა. კლუბი იჯარაში იხდიდა 150 პესეტს წელიწადში, ფეხბურთელებს იმის გამო, რომ გასახდელი არ ჰქონდათ, ფორმების ჩაცმა საპირფარეშოში უწევდათ.
ანტონი, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ შეუერთდნენ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" XX საუკუნის დასაწყისში და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში. ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი: ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისათვის: მოთამაშე, დელეგატი, დირექტორი, უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი. სანტიაგო ბერნაბეუს ჰქონდა დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო.
1920-1921 წლების სეზონის დასაწყისში პირველად 1912 წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დატოვა კლუბი და შეუერთდა მადრიდის "ატლეტიკოს". 1921 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ბერნაბეუს თხოვნა. მას უნდოდა ეთამაშა ესპანეთის თასის ნახევარფინალში. ფედერაციამ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ იყო გასული ერთი წელი მისი "მადრიდიდან" წასვლის შემდეგ. დღევანდელ დღეს მიჩვეულები ვართ იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელის გარდაცვალების გამო, გუნდები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოდიან. "მადრიდი" იყო პირველი გუნდი, რომელმაც ზუსტად ამ მიზნით გაიკეთა შავი სამკლაური თამაშის დროს.
1931 წლის დასაწყისში მადრიდის "რეალმა" განაახლა თავისი ოფისი "caballero de grasia" – 15-ში. კლუბმა გააფართოვა თავისი ოფისი და შეიძინა ახალი ავეჯი. პრეზიდენტ ლუის დე უსერაიმ და ტექნიკურმა დირექტორმა პაბლო ერნანდესმა აშენეს ახალი ოფისი, მაგრამ ყველაზე დიდი სიახლე იყო კლუბის საკუთარი ბარის შენება, სადაც გულშემატკივრებს შეეძლოთ მატჩის მიმდინარეობისას ყელის გასველება. 1931 წლის 14 აპრილს ესპანური რესპუბლიკის შექმნისას "რეალი" გამოემშვიდობა თავის წოდებას "სამეფო", გვირგვინი გაქრა კლუბის ემბლემიდანაც.
1941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა ტიტული "სამეფო" და "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" კვლავ გადაკეთდა "საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდად". 1943 წელს ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ბარსელონასთან ანგარიშით 11-1. "თეთრები" დამწუხრებულნი იყვნენ პირველ მატჩში 3-0 მარცხის გამო, ისინი მოედანზე მოსაგებად გავიდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 8-0 იყო. თამაშის ბოლოს ტაბლო აჩვენებდა ფენომენალურ ანგარიშს: 11-1. გოლის ავტორები: პრიდენი - 4, ბარინდა - 3, ალონსო - 2, ალსუა - 1, ბოტელა - 1. ბარსელონას მხრიდან ერთადერთი ბურთი მარტინმა გაიტანა.
დღევანდელ დღეს მიჩვეულები ვართ იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელის გარდაცვალების გამო, გუნდები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოდიან. "მადრიდი" იყო პირველი გუნდი, რომელმაც ზუსტად ამ მიზნით გაიკეთა შავი სამკლაური თამაშის დროს. ასევე "რეალი" არის გუნდი, რომელმაც ძალზედ ბევრი რამ დანერგა ფეხბურთში. ამაზე მოგვიანებით...
თქვენ გადაავლეთ თვალი "რეალის" საფეხბურთო ნაბიჯების მცირე ნაწილს. ნახეთ შექმნის და გაჭირვების ისტორია. მაგრამ დგევანდელი "მადრიდი" ნამდვილად არ ჰგავს ძველს. ვნახეთ თუ როგორ განვითარდა გუნდი. ბევრი გუნდის მსგავსად "რეალი" მდიდარ "ოჯაში" არ დაბადებულა. ახლაც გვიდგას აღზევების პერიოდი, რადგან დაცემის უკვე გავიარეთ... ახლა იწერება "მადრიდის" ახალი ისტორია. ჩვენ დავამარცხებთ ლიონს და მე პირადად "სანამ ვსუნთქავ ვიმედოვნებ" რომ კიდევ ბევრჯერ აღვნიშნავთ გამარჯვებებს ასე........
- 14 მარტი 2011
- 2 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.