ბენზემა:"ახლა ყველაფერი რასაც ვაკეთებ, კარგად გამომდის"

იგი საუკეთესო პერიოდს განიცდის "მადრიდში". უკან ჩამორჩა მისი პასიური და "მძორული" ქმედება მოედანზე. ახლა ქარიმი შეტევებში აქტიურ მონაწილეობას იღებს, პრესინგს მიმართავს, იტანს. სამი დუბლის შემდგომ მას 19 გოლი დაუგროვდა უკვე ამ სეზონში. იგი ოთხშაბათს, "ლიონის" წინააღმდეგ თამაშში ძირითადში გამოსვლაზე ოცნებობს.

"ერკულესის" წინააღმდეგ შაბათს თქვენ კვლავ დუბლი გაიფორმეთ. რა მოხდა ქარიმ? რით ახსნით თქვენს ფანტასტიურ შედეგიანობას?

მოხდა აი რა: მე კვლავ გავხდი ქარიმი და დავიბრუნე ჩემი ჩვეული დონე. ბევრს ვვარჯიშობ და შედეგი სახეზეა. ახლა კარგი დროება მიდგას და ვიცი, რომ ეს უნდა გამოვიყენო. ამ მომენტში ყველაფერ იმას ვაკეთებ, რაც კარგად გამომდის. ასევე გამართლება მეხმარება. მე ძალზედ კმაყოფილი ვარ.

უკვე ამ სეზონში 19 გოლი გაქვთ გატანილი. ითვლით თქვენს გოლებს?

არა, ამას არ ვაკეთებ, რადგან რიცხვი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, ეს არის თითოეული მატჩი. ყველა შეხვედრა-ახალი გამოწვევაა, არ მინდა შევჩერდე და მიღწეულით დავკმაყოფილდე. როდესაც მატჩი იწყება, მე უკვე გაკეთებულზე არ ვფიქრობ, მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთო.

"ერკულესის" წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე რონალდუ არ იყო, თქვენ მადრიდელების შეტევის ლიდერად წარმოაჩინეთ თავი. ჩანდა, როგორ ანიშნებდით თქვენს პარტნიორებს ჟესტებით.


არ ვიცი, წააგავდა ეს იმას, რაზეც ეხლა თქვენ ლაპარაკობთ, მაგრამ ნამდვილად, მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მე აქტიურად ვეხმარებოდი გუნდს შეტევებში და ბევრს დავრბოდი. დაბრუნდა ქარიმის თამაში, თამაში, რომელიც აგებულია მოძრაობასა და დარტყმებზე.

ასევე თვალშისაცემია, რომ თქვენ ბევრად მეტს საუბრობთ თანაგუნდელებთან მატჩებისა და ვარჯიშების დროს. უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც შეიცვალა, ასე არაა?

ახლა ბევრად უკეთესად ვსაუბრობ კასტილიურად, ამიტომ ყველაფერი გაადვილდა. ჩემთვის მთავარია მეგობრებთან საუბარი მოედანზე, და მე ამას ვაკეთებ.

თქვენ ჩვენთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ყვებოდით, რაოდენ რთული იყო თქვენთვის "ლიონთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩენა. სამი დუბლის შემდგომ, როგორ ფიქრობთ ითამაშებთ ოთხშაბათს პირველივე წუთებიდან?


სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვიქნები თუ არა ძირითადში. რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა, ვფიქრობ, ძირითადი შემადგენლობა "ერკულესთან" მატჩის იდენტური არ იქნება, მაგრამ მე მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის ვარ მზად. მე იმისთვის ვმუშაობდი, რომ მოურინიოს "ლიონთან" ძირითადში დავეყენებინე.

ძალიან ელით ამ დღეს.

უხ, რაღა თქმა უნდა! ვის სურს სკამზე ჯდომა? არავის! მე მატჩებში მონაწილეობის მიღება მსურს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მოურინიო იღებს. ვნახოთ, რა მოხდება იმ დიდ დღეს.

როგორ უდგება ამ ცხოვრებისეულ მატჩს გუნდი?


"ერკულესთან" მატჩში საფინალო სასტვენის მოსმენის შემდგომ, ჩვენ "ლიონზე" მოვახდინეთ კონცენტრაცია. "მადრიდი" უკვე ექვსი წელიწადის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან ეთიშებოდა და ჩენ 90 წუთში ვართ იმისგან, რათა ეს ცუდი ტენდენცია დავარღვიოთ და 1/4-ში გავიდეთ. ეს არ არის სისულელე. იმედი მაქვს, პუბლიკა მხარს დაგვიჭერს.

უკვე ესაუბრეთ მეგობრებს "ლიონიდან"?


უკვე მომივიდა რამოდენიმე შეტყობინება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოთხშაბათამდე მათი რიცხვი ბევრად აიწევს.

"ლიონმა" კვლავ დაამტკიცა თავისი რთული და კარგად ორგანიზებული გუნდის რეპუტაცია. რთული იქნება მათ წინააღმდეგ თამაში, უფრო რთული, ვიდრე, მაგალითად "ერკულესის" წინააღმდეგ.


ვიცით, რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგის დრო მოდის, ყველა გუნდი თავის დონეს უმატებს. ეს ლოგიკურია. "ლიონი"-ძლიერი გუნდია. მათ იციან, რომ უნდა შეუტიონ, რადგან პირველი მატჩის შედეგი "რეალს" აწყობს ხელს. მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ "ლიონის" ყველა ფეხბურთელი მოედანზე კარგად იქნება დალაგებული. ისინი არ დატოვებენ ბევრ თავისუფალ ზონას. შეუტევენ დაცვისაკენ მოუხედავად. ამიტომ ჩვენ გამარჯვებაზე სასტარტო სასტვენის შემდგომ უნდა ვითამაშოთ

  • n1ka
  • 14 მარტი 2011
  • 2 145
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)