ბენზემა:" რა მოხდა?! საკუთარი თავი ვიპოვე"
"რეალის" თავდასხმელმა ქარიმ ბენზემამ ახსნა "ას"-თან ინტერვიუში, რის მეშვეობით შეძლო მან უკანასკნელ ტურებში ასე წარმატებით თამაში და მეტოქეთა კარის დალაშქვრა. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ეს განაპირობა ფსიქოლოგიასა და გამართლებამ.
"ჩემი წარმატებული თამაში უკანასკნელ ტურებში განაპირებულია იმაში, რომ მე როგორც იქნა ვიპოვე საკუთარი თავი და ჩემი რეალური სათამაშო დონე. ვარჯიშების დროს ოფლის ღვრამდე ვმუშაობ, რაც თამაშებზე ისახება. ვფიქრობ, რომ კარიერის საუკეთესო მომენტს განვიცვდი და მინდა ვისარგებლო ამით. ახლა მე ყველაფერი კარგად გამომდის. რა თქმა უნდა, გამართლების გარეშე შორს ვერ წავიდოდი. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ძალზედ ბედნიერი ვარ"-განაცხადა ბენზემამ
- 14 მარტი 2011
- 2 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.