დე ლა პენია:"რონალდოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი"
"ესპანიოლის" ნახევარმცველმა ივან დე ლა პენიამ "რეალთან" შაბათს გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მადრიდელთა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრისტიანო რონალდოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი.
"მე ვუყურე "რეალის" მატჩს "დეპორტივოს" წინააღმდეგ და რონალდომ ძალიან კარგად ითამაშა. მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი. "რეალს" მის გარეშეც ჰყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები, რომლებთაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს გადაწყვიტონ მატჩის ბედი. შაბათს გასამართ შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და სხვას არაფერს მივაქციოთ ყურადღება"–განაცხადა დე ლა პენიამ.
ინფორმაციის წყარო: Eurosport.com
- 11 სექტემბერი 2009
- 1 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.