”1/4 ფინალამდე 90 წუთი გვაშორებს”
მადრიდის ”რეალის” ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ, მოახლოვებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ისაუბრა...
”ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევდივარ და ეს ჩემი თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშის შედეგია. მე ვბრუნდები და გპირდებით, რომ ბევრ გოლებს შევაგდებ. რა თქმა უნდა ცოტა იღბალიც მჭირდება, რომელიც ბოლო თამაშებში ნამდვილად მწყალობს”.
”არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიტანს კონკრეტულ მატჩში გოლს. მთავარი გუნდური შედეგია. თამაშის დაწყების წინ, ყოველთვის ვარ კონცენტრირებული იმაზე, რომ გუნდს გავუწიო დიდი დახმარება გამარჯვების მიღწევაში”.
”რა თქმა უნდა, ყველას სურს სასტარტოში თამაში, რაც სრულიად ბუნებრივია. არავის სურს იჯდეს სკამზე და ელოდოს მის შანსს. ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალის საგზურს, მხოლოდ 90 წუთი გვაშორებს და იმედია სწორედ ”რეალი” იქნება გამარჯვებული. თუ ვინ იქნება სასტარტოში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს”.
”ლიონი ძალიან კარგი გუნდია და ვფიქრობ, რომ ისინი არ ითამაშებენ დაცვით სტილს. ფრანგული კლუბის მიზანი გოლის გატანა იქნება, რაც ჩვენ სივრცეებს გაგვინთავისუფლებს. ყოველივე ეს მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ და წარმატებასაც მივაღწევთ”.
წყარო:realmadrid.com
- 14 მარტი 2011
- 1 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.