დათო:"ჩემი კუმირი გაბრიელ ომარ ბატისტუტა გახლდათ"
ვაგრძელებთ პროექტ "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან"-ს. გარკვეული მიზეზების გამო თავის დროზე ვერ მოვახერხე ინტერვიუს აღება ადმინისტრატორ დავით ცქიტიშვილიდან(tskito), მაგრამ ახლა ეს შევძელი. ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა...
პირველ რიგში მოგესალმები დათო.
გამარჯობა, მინდა მადლობა გითხრა ინიციატივისთვის. ეს ის არის რაც ჭირდება ჩვენ ვებ გვერდს! სიახლე და ნოვაცია ყოველთვის აუცილებელია.
თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?
მე ვარ დავით ცქიტიშვილი, უბრალო თბილისელი ბიჭი, მყავს მეუღლე და პატარა გოგონა. ამ დროისთვის ბათუმში ვცხოვრობ, რადგანაც აქ ვმუშაობ.
რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?
“ბლანკოსის” გულშემატკივარი 1997 წლიდან ვარ.
გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?
როდესაც 7 წლის ვიყავი მაჩუქეს მაისური რომელსაც ეწერა “Teka” და მითხრეს, რომ ეს “რეალის” მაისური იყო. ამის შემდეგ ერთხელ ვუყურე მადრიდელთა ბურთაობას, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გულშემატკივარი გავმხდარიყავი.
შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.
პირველ რიგში ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომელსაც “რეალის” გულშემატკივრების გარადა ვერავინ განიცდის. არც ძალიან მარტივია ამ გუნდს ქომაგობდე, რადგანაც მე მგონია, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ენით აღუწერელია, როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი მარცხდება და ამ დროს ორმაგად და ასმაგად გიყვარდება ის.
რომელ მატჩს დაასახელებ საუკეთესოდ ბოლო წლების მანძილზე,რომელიც "რეალს" ჩაუტარებია და რატომ?
ალბათ მაინც "მილანთან" გამართულ მატჩს ბერნაბეუზე, სადაც ორ წუთში დაამთავრეს საქმე ბიჭებმა, მემგონი საკმარისი მიზეზია, რომ ეს მატჩი საუკეთესოდ მივიჩნიოთ.
რომელ გოლს მიიჩნევ საუკეთესოდ "ბლანკოსის" ისტორიაში?
ჩემი აზრით საუკეთესო გოლი რაულის გახლავთ "მანჩესტერის" წინააღმდეგ ნახევარფინალურ მატჩში, როდესაც რედონდომ და რაულმა სასწაულები შემოგვთავაზეს.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
ერთ-ერთ შეკრებაზე ვიმყოფებოდით ბიჭები და უცებ გოლი გავიდა “ბარსელონას” კარში. შორიდან კარგად არ ჩანდა ვინ გაიტანა და კანის ფერის მიხედვით ვივარაუდე, რომ ეს იყო რობინიო და ძალიან გამიხარდა, მაგრამ გოლი თურმე ბაპტისტას გაეტანა, (რომლის მიმართაც დღემდე ანტიპატიას განვიცდი) რაც საკმარის აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენს ერთ-ერთ ადმინისტრატორ ლაშას მთელი წელი ამაზე ელაპარაკა, რადგანაც იძახდა ბაპტიშტა მოაგებინებს გუნდსო. ამსთან დაკავშირებით სულ დავა გვქონდა მე და ლაშას.
რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?
ჩემი კუმირი გაბრიელ ომარ ბატისტუტა გახლდათ, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მომწონს რონალდო, მესი და ოზილი რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?
ძალიან არ მიყვარს მიუხენის ბაიერნი და არც მათი სათამაშო სტილი მომწონს. ფეხბურთელი კი სამუელ ეტოო.ეს უკანასკნელი იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტად სიამოვნებდა გოლი გატანა მადრიდელთა კარში.
მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ.რა აზრის ხარ ჟოზე მორინიოზე? როგორ შეაფასებ მის მოღვაწეობას მადრიდში?
ჯერ რა შეიძლება ითქვას. ფაქტია, რომ ეს კაცი გუნდს მოერგო, ნელ-ნელა ბიჭები ფორმაში შეყავს. ამ ადამიანს უბრალოდ დრო ჭირდება და მეტი არაფერი. ის თავის საქმის პროფესიონალია, მან იცის რა სჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში.
პედრო ლეონი და სერხიო კანალესი გუნდს ზაფხულზე შეუერთდნენ. მათნაირი ფეხბურთელები "კასტილიაში" უამრავი არის. როგორ ფიქრობ, საჭირო იყო მათი შეძენა?
მე ნამდვილად ვერ ვხედავდი მათი გადმოსვლის აუცილებლობას და როგორც ირკვევა მათი ტრანსფერს, გამართლება, მართლაც, რომ არ აქვს. ყველა ვხედავთ თუ რა დროს ატარებენ ეს ფეხბურთელები მოედანზე ან თუნდაც განაცხადში.
შენი აზრით, თუ კაკა მოახერხებს და ფორმაში ჩადგება, ამოაგდებს ძირითადი შემადგენლობიდან ბრწყინვალედ მოთამაშე ოზილს?
არამგონია კაკამ ეს შეძლოს, რადგანაც ოზილი ახლა იმ მომენტს განიცდის, რასაც კაკა "მილანში" განიცდიდა. გერმანელი უბრალოდ შეუდარებელია დღეს დღეობით.
დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
ჟოზე მაურინიოს (იცინის:D)
ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?
ჩემი აზრით კანალესი არ იმსახურებს, რადგანაც ძალიან პატარა და უსუსური ჩანს მოედანზე.
რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სესკ ფაბრეგას, რადგანაც იდეალური მეწყვილე ეყოლებოდა ალონსოს.
გუნდიდან წასული ჰოლანდიელებიდან რომლის გაშვებას მიიჩნევ შეცდომად?
ალბათ მაინც რობენის, რადგანაც მისი კალიბრის გარემარბები დღეს ძალზედ იშვიათობაა. ასევე გული მწყდევა ვან დერ ვაარტზე, რომელიც ნამდვილი მადრიდისტაა.
გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?
სიმართლე გითხრათ ესეთი გუნდი არ არსებობს.
სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?
არგენტინის ეროვნულ ნაკრებს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ბატისტუტა იყო და სწორედ მისი თამაშის ხათრით დავიწყე არგენტინის ნაკრების გულშიმატკივრობა.
პელე თუ მარადონა? რატომ?
ჩემი აზრით ყველა ეპოქას ყავს ლეგენდები და ეს ადამიანებიც თავის დროის ლეგენდები არიან. მე მირჩევნია ვისაუბრო რონალდოსა და მესიზე ვიდრე წარსულში ვიქექო.
რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?
აქ სასაუბრო ბევრია, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით რომ ეს უნიჭიერესი ფეხბურთელების დაბადების ადგილია, რომელსაც მიხედვა და ხელის შეწყობა სჭირდება. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ის გამოსწორების გზაზეა და ეს თემურ ქეცბაიას დამსახურებაა.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
დიდი მადლობა შენ და საერთოდ ამ საიტის ყველა წევრს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ათასობით და ათიათასობით მადრიდისტას სიხარული მინავიჭოთ. მე მინდა ინტერვიუს ბოლოს ყველას მოვეფერო. პირადად შენ “wishmaster” დიდი მადლობა გადაგიხადო მშვენიერი კითხვებისათვის. HALA MADRID!
გაიხარე..
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 15 მარტი 2011
- 2 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.